"კანდიდატის სტატუსს მიიღებთ მაშინვე, როცა დასახული პრიორიტეტები შესრულდება" - ევროპელი ლიდერების პირველი განცხადებები და შარლ მიშელის პოსტი ქართულ ენაზე | Allnews.Ge

"კანდიდატის სტატუსს მიიღებთ მაშინვე, როცა დასახული პრიორიტეტები შესრულდება" - ევროპელი ლიდერების პირველი განცხადებები და შარლ მიშელის პოსტი ქართულ ენაზე

ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აღი­ა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს, რო­გორც კი და­სა­ხუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შეს­რულ­დე­ბა. საბ­ჭომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გაჟ­ღე­რე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა.ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა უნდა გა­ა­ტა­როს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად.

"ჩემი გზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გახ­ლავთ უზარ­მა­ზა­რი სურ­ვი­ლის ხაზ­გას­მა, რომ თქვენ იყოთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, ეს არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სტი­მუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის მი­მა­ვალ გზა­ზე. სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო პერ­სპექ­ტი­ვა, ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის.

პირ­ვე­ლად ხდე­ბა, რომ მიღ­წე­უ­ლია ეს ეტა­პი. თქვენ ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა გა­გაჩ­ნი­ათ. ძა­ლი­ან დიდი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რე­სი. ამ­ჟა­მად სა­ჭი­როა რამ­დე­ნი­მე რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბის ჩვე­ნე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და მოძ­რა­ო­ბა ამ რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე მიღ­წე­ვა­დია“, - გა­ნა­ცხა­და ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, შარლ მი­შე­ლი კი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­კავ­შირ­შია. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მი­შელ­მა "ტვი­ტერ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა."ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ გა­და­წყვი­ტა აღი­ა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა და მზა­დაა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს, რო­გორც კი და­სა­ხუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შეს­რულ­დე­ბა. ვუ­ლო­ცავ ქარ­თველ ხალ­ხს. ეს ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში: სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­კავ­შირ­შია”, - წერს მი­შე­ლი "ტვი­ტერ­ზე."

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი გან­ცხა­დე­ბა ქარ­თულ ენა­ზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლომ უზარ­მა­ზარ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია ევ­რო­პულ გზა­ზე, რო­გორც ეს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ დღეს და­ა­დას­ტუ­რა", – ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დის დომ­ბროვ­სკი­სი "ტვი­ტერ­ზე“ წერს."ჩვენ სრუ­ლად ვა­ღი­ა­რებთ და მხარს ვუ­ჭერთ მის ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს და მზად ვართ, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გის გზამ­კვლე­ვი ვი­ყოთ, რათა ქვე­ყა­ნა ევ­რო­პულ ოჯახ­თან და­ვა­ახ­ლო­ვოთ“,- წერს ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.

myquiz