დიმიტრი მედვედევის ვაჟი რუსეთის მმართველ პარტიას შეუერთდა - ვინ არის ილია მედვედევი, რომელზეც კრემლის სასტიკი წარმომადგენელი იმედებს ამყარებს | Allnews.Ge

დიმიტრი მედვედევის ვაჟი რუსეთის მმართველ პარტიას შეუერთდა - ვინ არის ილია მედვედევი, რომელზეც კრემლის სასტიკი წარმომადგენელი იმედებს ამყარებს

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლი­სა და პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის" თავ­მჯდო­მა­რის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის ვაჟი, 26 წლის ილია მედ­ვე­დე­ვი რუ­სე­თის მმარ­თველ პარ­ტი­ას შე­უ­ერ­თდა.

"ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის“ პარ­ტი­უ­ლი ბი­ლე­თი მას ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, ან­დრეი ტურ­ჩაკ­მა გა­დას­ცა. ტურ­ჩაკ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ 26 წლის მედ­ვე­დე­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა და მისი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვა სხვა ახალ­გაზ­რდებ­საც უბიძ­გებს პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რე­ბის­კენ.

iliamedvedevi2-45300-1655893036.jpg

ილია მედ­ვე­დე­ვი კი ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აპი­რებს მხა­რი და­უ­ჭი­როს ბავ­შვე­ბის სპორ­ტს, გა­ნათ­ლე­ბა­სა და ჯან­დაც­ვას. ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა "ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა“ რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ასე­ვე პარ­ტი­ულ და ბიზ­ნეს დო­ნე­ზე.ილია მედ­ვე­დე­ვის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ის­თვის მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა ცნო­ბი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან 2017 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი. მისი სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მი კი მი­ე­ძღვნა რუ­სე­თი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მათ სა­მარ­თლებ­რივ რე­გუ­ლი­რე­ბას.

2020 წელს დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა უპა­სუ­ხა კი­თხვას შვი­ლის შე­სა­ხებ და თქვა, რომ უმ­ცრო­სი მედ­ვე­დე­ვი ცდი­ლობს ჩა­ერ­თოს კერ­ძო ბიზ­ნეს პრო­ექ­ტებ­ში, ასე­ვე ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ში.

მედ­ვე­დე­ვის თქმით­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით შვი­ლის დიდი წარ­მა­ტე­ბა არ უნა­ხავს, თუმ­ცა იქვე დას­ძი­ნა, რომ ილია მედ­ვე­დევს "ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს.“სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცნო­ბით, ილია მედ­ვე­დე­ვი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

თა­ვად ილია მედ­ვე­დევ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ თქვა, რომ ბავ­შვო­ბა­ში კი­ნომ­სა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. 2000-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში მან ითა­მა­შა სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მა Ералаш-ის ორ ეპი­ზოდ­ში.