"ქართველი ერი პროევროპელია და უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს" -ევროპელი პოლიტიკოსების მიმართვა ქართველ ხალხს | Allnews.Ge

"ქართველი ერი პროევროპელია და უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს" -ევროპელი პოლიტიკოსების მიმართვა ქართველ ხალხს

"კო­მი­სია გარ­კვე­ვით ამ­ბობს - "ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია“. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რო­მელ ოლი­გარ­ქზეა სა­უ­ბა­რი. გთხოვთ, არ და­უშ­ვათ, რომ თქვე­ნი ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნა გახ­დეს იმ ხალ­ხის მძე­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­უფ­ლე­ბის ჩრდილ­ში რჩე­ბი­ან", - ამის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ველ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის­თვის "შინ ევ­რო­პის­კენ“ სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­წე­რი­ლი მი­მარ­თვის დროს გა­ნა­ცხა­და.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა, "როცა სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან დად­გე­ბა, გა­იხ­სე­ნოს, ვინ და­ხია სა­ქარ­თვე­ლო უკან რუ­სე­თის­კენ“.

"ძვირ­ფა­სო დებო და ძმე­ბო, ვხვდე­ბით ევ­რო­პის­თვის გა­დამ­წყვეტ დროს. ჩვენ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს, მა­მა­ცი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იღუ­პე­ბი­ან ყო­ველ­დღი­უ­რად. სხვას არა­ვის ეს­მის მათი ბრძო­ლა ისე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ან ჩვენ, ლი­ე­ტუ­ვე­ლებს. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იბ­რძვი­ან ჩვენ­თვი­საც, სა­კუ­თა­რი ევ­რო­პუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის, ამი­ტომ და­ვი­წყებ ჩემს მი­მარ­თვას უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი­სად­მი მი­სალ­მე­ბით - დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!

10 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი ევ­რო­პა­ში ასო­ცირ­დე­ბო­და და­უ­ჯე­რებ­ლად წარ­მა­ტე­ბულ რე­ფორ­მებ­თან. გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს მა­შინ­დელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას - მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში ვი­ზი­ტის დროს მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ მეს­მო­და იქა­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად,ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლო მექ­რთა­მე­ო­ბის აღ­მო­ფხვრა პო­ლი­ცი­ა­ში, რაც მა­შინ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი მი­სია იყო. სა­ქარ­თვე­ლო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ლი­დე­რი რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის პარტნი­ო­რო­ბის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას შო­რის, თუმ­ცა დღეს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა სის­ხლით და­ამ­სხვრი­ეს ყი­ნუ­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებ­მა ამ კვი­რა­ში უნდა გა­და­წყვი­ტონ კან­დი­და­ტი სტა­ტუ­სის სა­კი­თხი, სა­ქარ­თვე­ლომ, სამ­წუ­ხა­როდ, და­კარ­გა ლი­დე­რის სტა­ტუ­სი, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა გა­ივ­სო სი­ძულ­ვი­ლით. შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყო ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, შარლ მი­შელ­მა, ხე­ლი­დან იქნა გაშ­ვე­ბუ­ლი.

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ზე ჩვე­ნამ­დე მხო­ლოდ ცუდი ამ­ბე­ბი აღ­წევს - ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ის ლი­დე­რი ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ხორ­ცი­ელ­დე­ბა თავ­დას­ხმე­ბი სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რებ­ზეც კი ევ­რო­პა­სა და აშშ-ში. რო­გორც ჩანს, თქვენ­მა მთავ­რო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სურ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. გა­საკ­ვი­რი არაა, რომ კო­მი­სია ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლია თა­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში ამ პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა.

კო­მი­სია გარ­კვე­ვით ამ­ბობს - "ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია“. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რო­მელ ოლი­გარ­ქზეა სა­უ­ბა­რი. გთხოვთ, არ და­უშ­ვათ, რომ თქვე­ნი ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნა გახ­დეს იმ ხალ­ხის მძე­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­უფ­ლე­ბის ჩრდილ­ში რჩე­ბი­ან. ასე­თი პო­ლი­ტი­კა არ მი­გიყ­ვანთ ევ­რო­კავ­შირ­ში, ეს არის კრემ­ლის­თვის სა­ჩუ­ქა­რი.

ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, ვი­თა­რე­ბა უი­მე­დო არ არის. თქვენ გა­მოხ­ვალთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ბევ­რი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც გა­მოს­ცა­და საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი, იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე იდგა. ყველ­გან არ­სე­ბო­ბენ მსგავ­სი მა­ნი­პუ­ლა­ტო­რე­ბი და კრემ­ლის მე­გობ­რე­ბი. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ თი­თო­ე­ულ­მა თქვენ­გან­მა აი­ღოს პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თქვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის. რო­დე­საც დად­გე­ბით სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან, გა­იხ­სე­ნეთ, ვინ და­ხია სა­ქარ­თვე­ლო უკან, რუ­სე­თის­კენ. ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რამ­დე­ნად სა­ში­შია ეს ცვლი­ლე­ბა თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის დღის წეს­რიგ­ში.

მივ­მარ­თავ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს მმარ­თველ გუნდშიც და ოპო­ზი­ცი­ა­შიც, თქვენ უნდა აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან მძევ­ლის სტა­ტუ­სი, იპო­ვოთ ძალა ძლი­ე­რი ევ­რო­პუ­ლი დღის წეს­რი­გის­თვის. თქვე­ნი სა­ო­ცა­რი ხალ­ხი ამას იმ­სა­ხუ­რებს“, - გა­ნა­ცხა­და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.

"წლე­ბია ვიცი, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პრო­ევ­რო­პუ­ლია, რო­მე­ლიც მხარს უჭერს არ­სე­ბო­ბას, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ევ­რო­კავ­შირ­ში ქვეყ­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბას", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და პო­ლო­ნე­თის ყო­ფილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ანა ფო­ტი­გამ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.რო­გორც ფო­ტი­გამ აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ოც­ნე­ბა ას­რულ­დეს.

"წლე­ბია ვიცი, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პრო­ევ­რო­პუ­ლია, რო­მე­ლიც მხარს უჭერს არ­სე­ბო­ბას, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ევ­რო­კავ­შირ­ში ქვეყ­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თი მთავ­რო­ბის ძა­ლის­ხმე­ვის შემ­დეგ, ჩვენც მხარს ვუ­ჭერთ ევ­რო­კო­მი­სი­ის ამ შე­ფა­სე­ბას. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ოც­ნე­ბა ას­რულ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დიდი საფრ­თხის ფონ­ზე, რო­მელ­საც ქმნის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ზი­ცია უკ­რა­ი­ნის მი­მართ ამ ქვე­ყა­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რით. ბევ­რი ქარ­თვე­ლი მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას ისე­ვე, რო­გორც ჩვენ, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ფო­ტი­გამ.

"კარ­გად იცით, რომ ცოტა კრი­ტი­კუ­ლე­ბი ვართ თქვე­ნი მთავ­რო­ბის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­მართ, მაგ­რამ ეს არ ცვლის ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს, ჩვენს სურ­ვილს პროგ­რესს მი­აღ­წი­ოთ, რომ შეძ­ლოთ ჩვე­ნი, ევ­რო­კავ­ში­რის ნა­წი­ლი გახ­დეთ", - ასე მი­მარ­თა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს.ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის გან­ცხა­დე­ბით, ის სრუ­ლად უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს და ზრუ­ნავს მის ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბა­ზე. მისი გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბას.

"ჩემ­თვის ეს არის მო­მა­ვა­ლი, რად­გან დღეს მოხ­ვე­დით, რომ აჩ­ვე­ნოთ, რა გსურთ მო­მა­ვალ­ში. ვფიქ­რობ, იგი­ვე გსურთ. გმად­ლობთ, რომ ზრუ­ნავთ, გმად­ლობთ, რომ მოხ­ვე­დით. მე სრუ­ლად გი­ჭერთ მხარს და ვზრუ­ნავ თქვენს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბა­ზე. ვფიქ­რობ, რომ თქვენ არა მხო­ლოდ უნდა მი­ი­ღოთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, არა­მედ უნდა ილა­პა­რა­კონ თქვენ­ზე, რო­გორც ქვე­ყა­ნა­ზე, რო­გორც ხალ­ხზე. თქვენ იმ­სა­ხუ­რებთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბას. რა თქმა უნდა, კარ­გად იცით, რომ ცოტა კრი­ტი­კუ­ლე­ბი ვართ თქვე­ნი მთავ­რო­ბის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­მართ, მაგ­რამ ეს არ ცვლის ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს, ჩვენს სურ­ვილს პროგ­რესს მი­აღ­წი­ოთ, რომ შეძ­ლოთ ჩვე­ნი, ევ­რო­კავ­ში­რის ნა­წი­ლი გახ­დეთ. ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ, თქვენს უკან ვდგა­ვართ რთულ პე­რი­ოდ­შიც და მა­ში­ნაც, როცა გაკ­რი­ტი­კებთ. დარ­ჩით ძლი­ე­რე­ბი, პრო­ევ­რო­პე­ლი იდე­ა­ლის­ტე­ბი თუ ეს ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის, რო­გორც ჩემ­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ.

"ქარ­თვე­ლი ერი პრო­ევ­რო­პე­ლია და მას უნდა ჰყავ­დეს პრო­ევ­რო­პუ­ლი მთავ­რო­ბა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.მისი გან­მარ­ტე­ბით, ევ­რო­კო­მი­სი­ამ გარ­კვე­ვით უთხრა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ ვერ გახ­დე­ბა კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა, თუ მთავ­რო­ბა პა­ტივს არ სცემს ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის წე­სებს.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ევ­რო­კავ­შირ­ში ცხოვ­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი უნდა იყოს ევ­რო­კავ­ში­რის ნა­წი­ლი. ევ­რო­კავ­ში­რის მო­მა­ვა­ლი კი სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის ყო­ლაა. ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ ასე­თი სა­ერ­თო მო­მავ­ლის­თვის რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით. ქარ­თვე­ლი ერი პრო­ევ­რო­პე­ლია და მას უნდა ჰყავ­დეს პრო­ევ­რო­პუ­ლი მთავ­რო­ბა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ფა­სა­დუ­რი დე­მოკ­რა­ტია კი არ სჭირ­დე­ბა, არა­მედ ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტია, სა­დაც პა­ტივს სცე­მენ ოპო­ზი­ცი­ას, სხვა­დადხვა აზრს, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­დაც არ იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს ასეთ დე­მოკ­რა­ტი­ას, რად­გან ეს ერ­თა­დერ­თი გზაა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის. ევ­რო­კო­მი­სი­ამ გარ­კვე­ვით უთხრა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ ვერ გახ­დე­ბა კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა, თუ მთავ­რო­ბა პა­ტივს არ სცემს ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის წე­სებს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა მო­უს­მი­ნოს სა­კუ­თარ ხალ­ხს და ევ­რო­კო­მი­სის რჩე­ვებს. ასე იქ­ცე­ვი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში. ვი­სურ­ვებ ქარ­თვე­ლებს ისეთ მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე დაბ­რკო­ლე­ბა კი არა, არა­მედ ხალ­ხის ლი­დე­რი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ბი­ლი­უს­მა.

myquiz