პუტინი იმედოვნებს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როგორც კი საკმარის მიწას დაიპყრობს და საერთაშორისო საზოგადოება ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდება, ეს ილუზიაა- ოლაფ შოლცი | Allnews.Ge

პუტინი იმედოვნებს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როგორც კი საკმარის მიწას დაიპყრობს და საერთაშორისო საზოგადოება ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდება, ეს ილუზიაა- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცის განცხადებით, „დიდი შვიდეული“ მომავალ სამიტზე დაადასტურებს, რომ უკრაინას შეუძლია საჭირო მხარდაჭერას ელოდებოდეს, "ვიდრე საჭირო იქნება".

გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში, შოლცმა აღნიშნა, რომ მას სურს მომავალი კვირას, ბავარიაში, დაგეგმილ შეხვედრაზე, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან უკრაინის გრძელვადიანი პერსპექტივები განიხილოს.

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გათვლები არ მიიღწევა. პუტინი აშკარად იმედოვნებს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როგორც კი საკმარის მიწას დაიპყრობს და საერთაშორისო საზოგადოება ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდება. ეს ილუზიაა", - დასძინა გერმანიის კანცლერმა.