"შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო რუსეთის შეჭრას უკრაინაში" - ყოფილი კანცლერის განცხადება და აღიარება: რა თქვა მერკელმა? | Allnews.Ge

"შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო რუსეთის შეჭრას უკრაინაში" - ყოფილი კანცლერის განცხადება და აღიარება: რა თქვა მერკელმა?

გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი კან­ცლე­რის, ან­გე­ლა მერ­კე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის­მა გა­დად­გო­მამ შე­საძ­ლოა, გავ­ლე­ნა იქო­ნია ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან შეჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შე­სა­ხებ მერ­კელ­მა გა­მო­ცე­მა RND-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

"შე­საძ­ლოა, ჩემ­მა გა­დად­გო­მამ ხელი შე­უ­წყო (რუ­სე­თის შეჭ­რას), ისე­ვე რო­გორც საფ­რან­გეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა არ­ჩევ­ნებ­მა, ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნამ და მინ­სკის შე­თან­ხმე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბამ“, - გა­ნა­ცხა­და ყო­ფილ­მა კან­ცლერ­მა.

მან აღი­ა­რა, რომ კან­ცლე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სას­რულს სუს­ტად იყო.

"აშ­კა­რა იყო, რომ მე აღარ ვიქ­ნე­ბო­დი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და ამი­ტომ უბ­რა­ლოდ, უნდა ვთქვა, რომ გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის) სხვა­დას­ხვა მცდე­ლო­ბამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო“, - დას­ძი­ნა მერ­კელ­მა.

მან­ვე არ გა­მო­რი­ცხა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით შუ­ა­მავ­ლო­ბაც იკის­როს არ­სე­ბულ კონ­ფლიქ­ტში.გაზიარება

myquiz