რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის და არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ- სერგეი ლავროვი | Allnews.Ge

რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის და არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ- სერგეი ლავროვი

ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ, ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან სხვა გზა არ გვქონდა, აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ რომ ის დანაშაულებრივი საქმიანობითაა დაკავებული, როდესაც უკრაინას ნატო-ში ითრევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან გაიმეორა კრემლის ოფიციალური პოზიცია, რომ უკრაინაში ნაცისტები იმყოფებიან.

BBC-ის ჟურნალისტმა ლავროვს გაერო-ს ოფიციალური ანგარიში გაახსენა, სადაც საუბარია უკრაინულ სოფელ იაჰიდნეზე, ჩერნიგოვის ოლქში და აღნიშნულია, რომ ”360 მცხოვრები, მათ შორის 74 ბავშვი და ხუთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აიძულა 28 დღე დარჩენილიყვნენ სკოლის სარდაფში, სადაც არ იყო ტუალეტი, წყალი და სადაც 10 მოხუცი დაიღუპა“.

ჟურნალისტის კითხვაზე: „ეს არის ნაცისტების წინაღმდეგ ბრძოლა?" - სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ საერთაშორისო დიპლომატები, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, გაეროს გენერალური მდივანი და გაეროს სხვა წარმომადგენლები „დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან და ძალიან ხშირად მათ დასავლეთის მიერ გავრცელებული ყალბი ამბების რუპორებად იყენებენ“.

„რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის. რუსეთი არის ის, რაც არის. ჩვენ არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ,“- აღნიშნა ლავროვმა.

myquiz