"მოლდოვისა და უკრაინის სტატუსზე პოზიტიური სიგნალია - მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა" - რას ამბობს მაკრონი Politico-სთან? | Allnews.Ge

"მოლდოვისა და უკრაინის სტატუსზე პოზიტიური სიგნალია - მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა" - რას ამბობს მაკრონი Politico-სთან?

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბით, მას სურს, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას "მკა­ფიო და პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი“ გა­უგ­ზავ­ნოს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Politico ავ­რცე­ლებს.

"მინ­და, რომ მკა­ფიო და პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი გა­ვუგ­ზავ­ნოთ, მაგ­რამ ჩვენ უნდა და­ვამ­ყა­როთ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რებს შო­რის. ვფიქ­რობ, რომ არ შეგ­ვიძ­ლია მოლ­დო­ვა უკ­რა­ი­ნის­გან გავ­მიჯ­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენტ მაია სან­დუს­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრესს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

Politico წერს, რომ ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სია, უკ­რა­ი­ნის­თვის კან­დი­და­ტის მი­ნი­ჭე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას, სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­რას­კევს გას­ცემს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც 23-24 ივ­ნისს ბრი­უ­სელ­ში სა­მიტს გა­მარ­თა­ვენ. Politico-ს სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­და­ზე ასე­ვე არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი, ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბით, "გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ად­გილ­ზეა“.

myquiz