რომელი უცხოური კომპანიები გავიდნენ ან დარჩნენ რუსეთში - Yale-ის ინსტიტუტის განახლებული სია | Allnews.Ge

რომელი უცხოური კომპანიები გავიდნენ ან დარჩნენ რუსეთში - Yale-ის ინსტიტუტის განახლებული სია

უკრაინაში ომის დაწყებიდან, თითქმის, 1000-მა კომპანიამ რუსეთში ოპერაციები ნებაყოფლობით შეამცირა, რაც საერთაშორისო სანქციების შესახებ კანონის მოთხოვნათა მინიმუმზე ზედა ზღვარის შესაბამისად მოხდა. თუმცა ზოგიერთი კომპანია რუსეთში საქმიანობას განაგრძობს. ამის შესახებ ბიზნესლიდერთა სწავლების ინსტიტუტის, Yale School of Management-ის განახლებულ ანგარიშში წერია, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Yale-მა 1200-ზე მეტი კომპანიის განცხადება შეისწავლა, რომლის წინა სიაც რუსეთიდან „გასული“ და „დარჩენილი“ კომპანიების მხოლოდ ორი კატეგორიით იყოფოდა. ამჯერად Yale-მა რუსეთიდან გასული კომპანიების სია ბიზნესოპერაციების სრულად შეწყვეტის მიხედვით ხუთი, A-დან F-მდე კატეგორიით დაყო.

F კატეგორია 246 უცხოურ კომპანიას აერთიანებს, რომელმაც რუსეთიდან გასვლაზე ან ოპერაციების შემცირებაზე უარი განაცხადა და რუსეთში ჩვეული რეჟიმით საქმიანობს. ამ კომპანიებს შორის არიან: Air China (ჩინეთი), Air Serbia (სერბეთი), Alibaba (ჩინეთი), Anadolu Efes (თურქეთი), Ariston Group (იტალია), Auchan-Retail (საფრანგეთი), Benetton (იტალია), Chipita (საბერძნეთი), Clarins (საფრანგეთი), Didi (ჩინეთი), Egyptair (ეგვიპტე), Emirates Airlines (გაერთიანებული საემიროები), Etam (საფრანგეთი), Fondital (იტალია), Fujifilm (იაპონია), Giorgio Armani (იტალია), Globus (გერმანია), Gorenje (სლოვენია), Honor (ჩინეთი), Koton (თურქეთი), Makita (იაპონია), Pegasus (თურქეთი), Qatar Airways (ყატარი), Turkish Airlines (თურქეთი), Uzbekistan Airways (უზბეკეთი) და სხვ.

D კატეგორიაში შედიან კომპანიები, რომლებმაც რუსეთში ახალი ინვესტიციები და განვითარება შეაჩერეს. მათი რაოდენობა 161-ს შეადგენს. კერძოდ, ამ კატეგორიის კომპანიებმა გადადეს სამომავლოდ დაგეგმილი ინვესტიციები, განვითარება, მარკეტინგი, თუმცა არსებით ბიზნესს განაგრძობენ. ესენია: Bolt (ესტონეთი), Domino's Pizza (აშშ), Hilton (აშშ), HiPP (შვეიცარია), HSBC (დიდი ბრიტანეთი), Huawei (ჩინეთი), Hyatt (აშშ), Intercontinental Hotels (დიდი ბრიტანეთი), Johnson & Johnson (აშშ), Knauf (გერმანია), Lenovo (ჰონგ კონგი), Nestle (შვეიცარია), Pfizer (აშშ), Philips (ნიდერლანდები), Procter & Gamble (აშშ), Red Bull (ავსტრია), Roche (შვეიცარია), Sanofi (საფრანგეთი), Subway (აშშ),Toshiba Group (იაპონია), Xiaomi (ჩინეთი) და სხვ.

C კატეგორიის 162-მა კომპანიამ რუსეთში მიმდინარე ოპერაციები შეამცირა, ანუ ეს არის კომპანიები, რომლებიც ზოგიერთ მნიშვნელოვან ბიზნესოპერაციებს ამცირებენ, მაგრამ ზოგიერთ სხვა საქმიანობას განაგრძობენ. ამ კომპანიებს შორის აირან: Adobe (აშშ), Bosch (გერმანია), Coca-Cola (აშშ), Credit Suisse (შვეიცარია), Eni (იტალია), Ferrero (იტალია), Goldman Sachs (აშშ), Herbalife (აშშ), Indesit (იტალია), Iveco (იტალია), JPMorgan (აშშ), Lotos (პოლონეთი), Mars (აშშ), Microsoft (აშშ), Pepsi (აშშ), Philip Morris (აშშ), Total Energies (საფრანგეთი), Toyota (იაპონია), UBS (შვეიცარია), Valentino (იტალია) და სხვ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz