"იღბლიანები ვართ, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი უფრო მეტი არ იყო" - რას ამბობს ბილ გეითსი მომავალ პანდემიებზე? | Allnews.Ge

"იღბლიანები ვართ, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი უფრო მეტი არ იყო" - რას ამბობს ბილ გეითსი მომავალ პანდემიებზე?

"Time 100"-ის სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში გა­ი­მარ­თა, ერთ-ერთი მომხსე­ნე­ბე­ლი, "მა­იკ­რო­სოფ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, ბილ გე­ით­სი იყო. სა­მიტ­ზე TIME-მა მსოფ­ლი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რე­ბი მი­იწ­ვია, რათა სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გზებ­ზე ესა­უბ­რათ.

ბილ გე­ითსმა მსოფ­ლი­ოს მო­უ­წო­და შექ­მნან 3 000 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ,ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქვე­ყა­ნას და­ეხ­მა­რე­ბა ეპი­დე­მი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და მეც­ნი­ერ­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მო­მა­რა­გე­ბა­ში. გე­ით­სის აზ­რით, ჯგუფს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა უხელ­მძღვა­ნე­ლოს.ბილ გე­ით­სი მი­იჩ­ნევს, რომ ასე­თი ჯგუ­ფის არ­სე­ბო­ბა, მო­უ­ლოდ­ნე­ლი ვირუ­სუ­ლი აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მან ასეთ ჯგუფს "გლო­ბა­ლურ ეპი­დე­მი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გუნ­დი“ უწო­და.

"ამ ჯგუ­ფის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა ქვეყ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბის­თვის. პან­დე­მი­ე­ბი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა. თუ ერთი ქვე­ყა­ნა მა­ინც ვერ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ეპი­დე­მი­ის აღ­მო­ჩე­ნა­სა და შე­კა­ვე­ბა­ში, ეს სხვა ქვეყ­ნე­ბის პრობ­ლე­მაც გახ­დე­ბა“, - ამ­ბობს ბილ გე­ით­სი.

მი­ლი­არ­დერს სჯე­რა, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ადა­მი­ა­ნებს ას­წავ­ლა, რო­გორ უნდა შე­ემ­ზა­დონ მო­მა­ვა­ლი პან­დე­მი­ე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი ვირუ­სე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის საფრ­თხეს ქმნი­ან. მისი აზ­რით, მომ­დევ­ნო პან­დე­მი­ას, შე­საძ­ლოა, ბევ­რად უფრო მა­ღა­ლი ფა­ტა­ლუ­რო­ბის შე­დე­გი ჰქონ­დეს.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ შე­დე­გი ბევ­რად უა­რე­სი ყო­ფი­ლი­ყო. "იღ­ბლი­ა­ნე­ბი ვართ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი უფრო მეტი არ იყო", - ამ­ბობს ბილ გე­ით­სი.

მისი აზ­რით, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა: ვაქ­ცი­ნე­ბი, თე­რა­პი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის აწყო­ბა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის უკე­თე­სი მო­ნი­ტო­რინ­გი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, წე­ლი­წად­ში 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დაჯ­დე­ბა.

"ეს თან­ხა ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ის და­ნა­კარ­გი, რაც კო­ვი­დის მსგავს პან­დე­მი­ას შე­უძ­ლია მი­ა­ყე­ნოს მსოფ­ლი­ოს: ჩვენ აქამ­დე 14 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გვაქვს და­კარ­გუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო," - გან­მარ­ტავს გე­ით­სი.

myquiz