ანგელა მერკელმა პირველად განმარტა, რატომ დაბლოკა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება - რას აღიარებს ექსკანცლერი? | Allnews.Ge

ანგელა მერკელმა პირველად განმარტა, რატომ დაბლოკა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება - რას აღიარებს ექსკანცლერი?

გერ­მა­ნი­ის ექ­სკან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა პირ­ვე­ლად გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ არ და­უ­ჭი­რა მხა­რი 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის ნატო-ში გა­წევ­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის (MAP) მი­ნი­ჭე­ბას. ეს იმით ახ­სნა, რომ არ სურ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის პრო­ვო­ცი­რე­ბა.

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ მერ­კელ­მა პირ­ვე­ლი დიდი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის, "შპი­გე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნა, - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, MAP-ის მი­ნი­ჭე­ბას პუ­ტი­ნი არ და­უშ­ვებ­და, რად­გან ომის გა­მო­ცხა­დე­ბად ჩათ­ვლი­დაო. სა­ქარ­თვე­ლომ და უკ­რა­ი­ნამ MAP-ი ვერ მი­ი­ღეს ნა­ტოს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც 2008 წლის აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა სა­დღაც 4 თვე­ში რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მა­ინც და­ი­წყო.

შე­გახ­სე­ნებთ, ეს მერ­კე­ლის პირ­ვე­ლი გან­მარ­ტე­ბაა ამ თე­მა­ზე.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მერ­კელ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში, 2008 წელს უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ხა­ტუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა კი­დევ ერთხელ და­იც­ვა. ლა­პა­რა­კია ნატო-ს და­პი­რე­ბა­ზე, რომ ორი ქვე­ყა­ნა მო­მა­ვალ­ში რა­ღაც ეტაპ­ზე ნატო-ში გა­წევ­რდე­ბო­და, მაგ­რამ "გა­წევ­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის“ გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ზე ალი­ან­სმა უარი გა­ნა­ცხა­და.

შე­გახ­სე­ნებთ, ა.წ. აპ­რილ­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი და საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ მათი ნა­ბი­ჯი იყო აშ­კა­რად “არას­წო­რი გათ­ვლა“, რა­მაც რუ­სე­თი "გა­ა­თა­მა­მა“.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მერ­კელ­მა გან­მარ­ტა, რომ თუ ნატო ქვეყ­ნებს ალი­ან­სში გა­ა­წევ­რებ­და, პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს შე­საძ­ლოა, "უკ­რა­ი­ნის­თვის უდი­დე­სი ზი­ა­ნი“ მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ქა­რეს­ტში დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ღე­ბი­დან მა­ლე­ვე მოხ­და. მერ­კე­ლის თქმით, ამ შეჭ­რამ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ევ­რო­პის პირ­ველ ომს პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­უ­წია.

მე­დი­ის ცნო­ბით, მერ­კელ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ნატო-ს წევ­რო­ბის დაბ­ლოკ­ვის მი­ზე­ზად სის­ტე­მუ­რი კო­რუფ­ცია და­ა­სა­ხე­ლა.

"პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი გა­ბე­დუ­ლად ებ­რძვის კო­რუფ­ცი­ას, მაგ­რამ იმ დროს, უკ­რა­ი­ნა ნამ­დვი­ლად იყო ოლი­გარ­ქე­ბის მიერ მარ­თუ­ლი ქვე­ყა­ნა და ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ თქვა, "კარ­გი, ხვალ ჩვენ მათ ნატო-ში შე­ვიყ­ვანთ“. ეს არ იყო ის უკ­რა­ი­ნა, რო­მელ­საც ჩვენ დღეს ვიც­ნობთ. ეს იყო უკ­რა­ი­ნა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან გა­ყო­ფი­ლი იყო. ეს არ იყო სტა­ბი­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია და როცა ქვე­ყა­ნას ნატო-ში იღებ, უნდა იცო­დე, რომ მზად ხარ, რე­ა­ლუ­რად და­იც­ვა ასე­თი ქვე­ყა­ნა, თუ იქ­ნე­ბა თავ­დას­ხმა“, - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ან­გე­ლა მერ­კელ­მა დაგ­მო უკ­რა­ი­ნა­ზე რუ­სე­თის თავ­დას­ხმა და გა­ნა­ცხა­და - ამას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქ­ვსო. მერ­კე­ლის თქმით, პუ­ტი­ნის სი­ძულ­ვი­ლი და მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მი­მარ­თუ­ლია და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და სურს გა­ა­ნად­გუ­როს ევ­რო­პა და ევ­რო­კავ­ში­რი, რად­გან მას­ში ხე­დავს პირ­ველ სა­ფე­ხურს ნა­ტოს­კენ.

მერ­კელ­მა აღი­ა­რა, რომ ვერ შეძ­ლეს უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის შექ­მნა და რომ დღე­საც ფიქ­რობს იმა­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა მე­ტის გა­კე­თე­ბა, რათა იმ ტა­გე­დი­ის აღ­კვე­თა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ, რაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ტრი­ა­ლებს. მერ­კე­ლის თქმით, ის სა­კუ­თარ თავს ვერ უსაყ­ვე­დუ­რებს, რომ ამას არ ცდი­ლობ­და. გერ­მა­ნი­ის ექ­სკან­ცლე­რის თქმით, დიპ­ლო­მა­ტია არ შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა იყოს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მან არ იმუ­შა­ვა.

ერ­თია რას ამო­ბობს ყო­ფი­ლი კან­ცლე­რი, მაგ­რამ მე­ო­რეა ის რე­ა­ლო­ბა, რაც შე­იქ­მნა - მსოფ­ლი­ო­ში დღეს უკვე ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ სწო­რედ მერ­კე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა მიგ­ვიყ­ვა­ნა ამ კა­ტას­ტრო­ფამ­დე, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა.

myquiz