"მე არ მაქვს კითხვა, თხოვნა მაქვს - შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ იმ ბავშვების გადასარჩენად ვინც იქ იტანჯება?" - უკრაინელი ბავშვი რომის პაპს | Allnews.Ge

"მე არ მაქვს კითხვა, თხოვნა მაქვს - შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ იმ ბავშვების გადასარჩენად ვინც იქ იტანჯება?" - უკრაინელი ბავშვი რომის პაპს

უკ­რა­ი­ნელ­მა ბავ­შვმა რო­მის პა­პთან შეხ­ვედ­რი­სას, მას უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა და ყვე­ლა ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა სთხო­ვა. პაპი ფრან­ცის­კეს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, პაპი ბავ­შვებს ვა­ტი­კან­ში სას­წავ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში ხვდე­ბო­და, რა დრო­საც მას უკ­რა­ი­ნელ­მა ბავ­შვმა უთხრა, რომ პა­პთან არა კი­თხვა, არა­მედ თხოვ­ნა აქვს.

"მე არ მაქვს კი­თხვა, არა­მედ უფრო თხოვ­ნა: შე­გიძ­ლი­ათ უკ­რა­ი­ნა­ში ჩახ­ვი­დეთ ყვე­ლა ბავ­შვის გა­და­სარ­ჩე­ნად, ვინც ახლა იქ იტან­ჯე­ბა ?“- მი­მარ­თა ბავ­შვმა რო­მის პაპს.

პაპ­მა ფრან­ცის­კემ სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა სურს და ამ სა­კითხს უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან გა­ნი­ხი­ლავს.

"მე ბევ­რს ვფიქ­რობ ბავ­შვებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში არი­ან და ამი­ტო­მაც გავ­გზავ­ნე კარ­დი­ნა­ლე­ბი და­სახ­მა­რებ­ლად და იმის­თვის, რომ ხალ­ხთან და ბავ­შვებ­თან ახ­ლოს იყ­ვნენ. მე ვი­სურ­ვებ­დი უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლას. უბ­რა­ლოდ უნდა და­ვე­ლო­დო დროს, ამის გა­სა­კე­თებ­ლად, იმი­ტომ რომ მარ­ტი­ვი არაა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნოს მთელ მსოფ­ლი­ოს, ვიდ­რე სი­კე­თე.

სწორ დროს უნდა და­ვე­ლო­დო ამის გა­სა­კე­თებ­ლად. შემ­დეგ კვი­რას უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­ვი­ღებ, რომ­ლე­ბიც აქ სა­სა­უბ­როდ ჩა­მო­დი­ან და ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში ჩემი შე­საძ­ლო ვი­ზი­ტის გან­სა­ხილ­ვე­ლად. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და პაპ­მა.

myquiz