როდის დასრულდება ომი?- უკრაინის თავდაცვის მინისტრის პასუხი | Allnews.Ge

როდის დასრულდება ომი?- უკრაინის თავდაცვის მინისტრის პასუხი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსი რეზნიკოვის განცხადებით, ოპტიმისტური პროგნოზებით, რეალურია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ჯერ კიდევ მიმდინარე წელს დასრულდეს. თავდაცვის უწყების ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი აგრძელებს ძალისხმევის გაწევას მთელი ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციისთვის. ჯერ იმის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩემი ოპტიმისტური პროგნოზია, რომ რეალურია ამის გაკეთება ჯერ კიდევ მიმდინარე წელსაც“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კრემლის ხელისუფლების ოცნებაა „წაიღოს“ ე.წ. მათი მიწები.

„შემდეგი იქნება პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვები, ამიტომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და შევაკავოთ მომავალში“,- განაცხადა რეზნიკოვმა. ამასთან, მისი შეფასებით, რუსი სამხედროები - არ არის რეგულარული ცივილიზებული ჯარი, არამედ მკვლელები, მოროდიორები და მოძალადეები. „ეს არ არის მეორე ჯარი მსოფლიოში. ჩვენ მათ „ორკებს“ ვეძახით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.