"ზოგჯერ ვამბობთ, ომია, მაგრამ ვუძლებთო... სინამდვილეში, ვერ ვუძლებთ - ჩვენ ხომ ისეთები ვეღარ ვიქნებით, როგორიც ომამდე ვიყავით" - ომის 100 დღე და უკრაინელი მოხალისის მონაყოლი | Allnews.Ge

"ზოგჯერ ვამბობთ, ომია, მაგრამ ვუძლებთო... სინამდვილეში, ვერ ვუძლებთ - ჩვენ ხომ ისეთები ვეღარ ვიქნებით, როგორიც ომამდე ვიყავით" - ომის 100 დღე და უკრაინელი მოხალისის მონაყოლი

3 ივ­ნისს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან ასი დღე გა­ვი­და. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კეთ­დე­ბო­და შე­ფა­სე­ბე­ბი, თუ რას მი­აღ­წია აგ­რე­სორ­მა რუ­სეთ­მა ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეძ­ლო და რა გზას ად­გას უკ­რა­ი­ნა უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში;

უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ხა­ლი­სის, დმიტ­რი ვო­ლო­დი­მო­რო­ვის თქმით, რუ­სუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის ფონ­ზე, ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო ად­გი­ლი თით­ქმის არ არ­სე­ბობს. ისი­ნი პე­რი­ო­დუ­ლად, ქა­ო­ტუ­რად ბომ­ბა­ვენ სხვა­დას­ხვა ქა­ლაქს, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს, სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტებს, რა­საც იმით ხსნი­ან, რომ "იქ სამ­ხედ­რო­ე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი".

AMBEBI.GE- სთან სა­უ­ბარ­ში ის ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ომის პი­რო­ბებ­ში, ბომ­ბებ­ში, ნაღ­მებ­ში, სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბას შე­ეჩ­ვივ­ნენ.

- ხან­და­ხან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის და­რი­გე­ბა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. ჩვენ­თან არი­ან სტუ­დენ­ტე­ბიც. მათი ნა­წი­ლი ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ას სან­გრი­დან, ტყე­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფი­დან, ფრონ­ტის ხა­ზი­დან, ბომბსა­ფა­რი­დან ერ­თვე­ბა. ზოგი მათ­გა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლო­ბენ და ომის გამო, ლექ­ცი­ებს ონ­ლა­ინ ეს­წრე­ბი­ან... მო­ხა­ლი­სე­ებს შო­რის, არი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­ბომბვის შემ­დეგ, ჩვენ­თან ერ­თად ქუ­ჩებს ასუფ­თა­ვე­ბენ. ყვე­ლა­ნი ერ­თად ვდგა­ვართ და ვცდი­ლობთ, რუ­სულ ბო­რო­ტე­ბას ჩვე­ნე­ბუ­რად ვებ­რძო­ლოთ, ერ­თი­ა­ნო­ბით, გა­უ­ტეხ­ლო­ბით. რა­შის­ტებ­მა უდი­დე­სი ზი­ა­ნი მოგ­ვა­ყე­ნეს, ახ­ლობ­ლე­ბი დაგ­ვი­ხო­ცეს, ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ხოც­ვას გა­ნაგ­რძო­ბენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ჩვე­ნი გა­ტეხ­ვა ვერ შეძ­ლეს. ვე­რას­დროს დაგ­ვა­მარ­ცხე­ბენ.

war11-43651-1654325462.jpg

- რა ხდე­ბა ახლა თქვენს გარ­შე­მო?

- გა­აჩ­ნია დღე-ღა­მის რო­მელ მო­ნაკ­ვეთ­ზე მე­კი­თხე­ბით... დი­ლით დან­გრე­უ­ლი სახ­ლე­ბის და და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დათ­ვლა მო­მი­წია. ვნა­ხე ბავ­შვე­ბი, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბა წა­არ­თვეს. ჩვენ მათ სა­თა­მა­შო­ე­ბი მი­ვუ­ტა­ნეთ, ერთ-ერთ მათ­გა­ნი, ასე 6-7 წლის გო­გო­ნა სა­თა­მა­შო­ე­ბის და­ნახ­ვა­ზე ჩვენ­კენ გა­მო­იქ­ცა, შემ­დეგ კი, შუა ოთახ­ში გა­ჩერ­და. მას ორი­ვე კი­დუ­რი იდაყვთან ჰქონ­და მო­წყვე­ტი­ლი და ჩვე­ნი მი­ტა­ნი­ლი თო­ჯი­ნა ვერ აიყ­ვა­ნა.

war45-43100-1654325495.jpg

ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, უამ­რა­ვი სიკ­ვდი­ლი ვნა­ხე, დავ­კარ­გე ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ბევ­რი მათ­გან­ში, ეტ­ლში ან ცალი ფე­ხით გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ პა­ტა­რა ალი­ნას თვა­ლებ­ზე მძი­მე სა­ნა­ხა­ვი არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა. დე­დამ ჩა­ის­ვა კალ­თა­ში და თო­ჯი­ნას­თან ერ­თად გულ­ში ჩა­ი­ხუ­ტა. გვი­თხრა, რომ ეს მისი პირ­ვე­ლი სა­თა­მა­შო იყო, მას შემ­დეგ, რაც ხე­ლე­ბი და­კარ­გა. სიკ­ვდი­ლი მინ­დო­და...

ევ­რო­პა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან. რუ­სეთ­მა ყვე­ლაფ­რის­თვის პა­სუ­ხი უნდა აგოს. ეს არ უნდა შერ­ჩეს და არც შე­ვარ­ჩენთ. მხო­ლოდ პუ­ტი­ნი კი არა, მთე­ლი ერის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს. ხან­და­ხან ვამ­ბობთ, ომია, მაგ­რამ ვუძ­ლებთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვერ ვუძ­ლებთ, ჩვენ ხომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი არას­დროს ვიქ­ნე­ბით, ვინც ომამ­დე ვი­ყა­ვით....

განაგრძეთ კითხვა

myquiz