"სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება, რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ"- რას აცხადებს უკრაინის გენშტაბი? | Allnews.Ge

"სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება, რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ"- რას აცხადებს უკრაინის გენშტაბი?

სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ. მტერს ნაწილობრივი წარმატება აქვს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, რუსებმა ვერ მიაღწიეს პროგრესს წინ წაეწიათ სხვა დასახლებებში იმ ტერიტორიებზე, რომელსაც უკრაინული ძალები იცავენ - მათ შორის ბახმუტში, სოლედარსა და ლისიჩანსკში. გენერალურმა შტაბის ცნობით, რუსები ცდილობდნენ გადაეკვეთათ მდინარე სივერსკი დონეცკი და „შეექმნათ პირობები ძირითადი ძალების გამოყენებით მისი გადალახვისთვის“.

ამასთან, ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის ჩრდილოეთით, სადაც უკრაინულმა ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში ტერიტორია დაიბრუნეს. გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები შეეცადნენ შეეკავებინათ უკრაინელი სამხედროების წინსვლა სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით.

„მტერი აგრძელებდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინაღმდეგ ცეცხლის გახსნას თვითმფრინავების, არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარების, ნაღმტყორცნებისა და ტანკების გამოყენებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსული შენაერთები ძლიერდებიან სლოვიანსკის მისადგომებთან, რადგან ისინი ემზადებიან ქალაქზე შეტევის განახლებისთვის.

myquiz