რუსეთის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, პროგრესირებადი კიბოს მკურნალობის კურსი აპრილში გაიარა- რას აცხადებს აშშ-ის დაზვერვა? | Allnews.Ge

რუსეთის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, პროგრესირებადი კიბოს მკურნალობის კურსი აპრილში გაიარა- რას აცხადებს აშშ-ის დაზვერვა?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

აშშ-ს სა­ი­დუმ­ლო მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ პუ­ტინ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი კი­ბოს გამო, აპ­რილ­ში გა­ი­ა­რა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ამის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Newsweek-ი სამ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვის სა­ი­დუმ­ლო მოხ­სე­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის მა­ის­ში მომ­ზად­და. დო­კუ­მენ­ტე­ბი ასე­ვე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს. Newsweek-ი სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე და­წყრდნო­ბით წერს, რომ მას­ზე თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბა მარ­ტში იყო.

ასე­ვე დო­კუ­მენ­ტებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვის ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შე­ფა­სე­ბით, მარ­თა­ლია პუ­ტი­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ამ დრომ­დე ისევ ძლი­ე­რია, მაგ­რამ ის უკვე აღარ არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი, რად­გან კრემ­ლის შიგ­ნით ბრძო­ლა ასე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი არას­დროს ყო­ფი­ლა, რო­გორც დღეს არის. მოს­კოვ­ში, პუ­ტი­ნის კარ­ზე გრძნო­ბენ, რომ და­სას­რუ­ლი ახ­ლო­საა.

გა­მო­ცე­მა წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად წერს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს ძა­ლა­უფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­რა­ნო­ია აქვს, რის შე­დე­გა­დაც მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი უკვე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხდე­ბა და ეს უკ­რა­ი­ნას­თან წარ­მო­ე­ბულ ომ­შიც კარ­გად ჩანს. აქვე სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი უკვე დიდი ხა­ნია, რაც იზო­ლა­ცი­ა­შია და ეს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურს ურ­თუ­ლებს იმის გარ­კვე­ვას, თუ ახლა რო­გო­რია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რე­ა­ლუ­რად.

Newsweek-ში სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, მე­დი­ას აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო­დან აც­ნო­ბეს, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამე­რი­კულ დაზ­ვერ­ვას მსგავ­სი შე­ფა­სე­ბე­ბი აქვს და ამას პრე­ზი­დენ­ტიც გა­ეც­ნო, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ცხე­ნით მო­ჯი­რი­თე, ჰო­კე­ის მო­თა­მა­შე თუ ძი­უ­დოს მებ­რძო­ლი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მა­მა­კა­ცუ­რო­ბი­სა და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო რუ­სე­თის­თვის.

უკვე დიდი ხა­ნია, რაც პუ­ტი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის დროს გრძელ მა­გი­დას იყე­ნებს, მას ადა­მი­ა­ნებ­თან სი­ახ­ლო­ვის შიში აქვს, რაც სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ხა­ტავ­და მის პა­რა­ნო­ი­ას და ფი­ზი­კურ შიშს.

გრძე­ლი მა­გი­და შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი იყო საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან მას­პინ­ძლო­ბი­სას, 7 თე­ბერ­ვალს, უკ­რა­ი­ნის შეჭ­რამ­დე სულ რა­ღაც ორი კვი­რით ადრე.

შემ­დეგ იყო 21 აპ­რი­ლის კად­რე­ბი, რო­დე­საც რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სერ­გეი შო­ი­გუს­თან შეხ­ვედ­რი­სას პუ­ტი­ნი მა­გი­დას იყო ხე­ლე­ბით ჩაფ­რე­ნი­ლი. მისი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა კი ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას არ ჰგავ­და.

myquiz