"ცხოვრების ახალ თავს ვიწყებ" - ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს ცილისწამებისთვის დაწყებული დავა მოუგო | Allnews.Ge

"ცხოვრების ახალ თავს ვიწყებ" - ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს ცილისწამებისთვის დაწყებული დავა მოუგო

ცი­ლის­წა­მე­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე ექ­ვსკვი­რი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დავა ჯონი დე­პის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ასე­ვე მსა­ხი­ობს ამ­ბერ ჰერდს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა დე­პის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის გამო, 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სა­მარ­თლომ დეპს სა­ჩივ­რის ის პუნ­ქტი არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამ­ბერს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მსა­ჯუ­ლებ­მა ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნი­ეს. და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით დე­პის მხა­რეს 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს.

ხოლო თა­ვად ჯონი დეპს ჰერ­დის მი­სა­მარ­თით 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ე­ვა­ლა.

ვირ­ჯი­ნი­ა­ში, სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან, ჯონი დე­პის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც მის სა­ხელს სკან­დი­რებ­დნენ.

ვერ­დიქ­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ამ­ბერ ჰერდმა გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გულ­გა­ტე­ხი­ლია.

"იმედ­გაც­რუ­ე­ბას, რო­მელ­საც დღეს გან­ვიც­დი, სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ. გული მწყდე­ბა, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის არაპ­რო­პორ­ცი­ულ ძა­ლა­სა და გავ­ლე­ნას შევ­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი“- აღ­ნიშ­ნა ჰერდმა.

amber-58992-1-1654167675.jpg

მი­სი­ვე თქმით, ის კი­დევ უფრო იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია იმით, თუ რას ნიშ­ნავს ეს გა­ნა­ჩე­ნი სხვა ქა­ლე­ბის­თვის.

"ვწუხ­ვარ, რომ ეს საქ­მე წა­ვა­გე. მაგ­რამ მე კი­დევ უფრო სევ­დი­ა­ნი ვარ, რად­გან ვფიქ­რობ, რომ დავ­კარ­გე უფ­ლე­ბა - ვი­სა­უბ­რო თა­ვი­სუფ­ლად და ღიად, რო­მე­ლიც მე­გო­ნა, რო­გორც ამე­რი­კელს მქონ­და“, - დას­ძი­ნა დე­პის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ "ინ­სტაგ­რა­მის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჯონი დეპ­მაც."6 წლის წინ, ჩემი შვი­ლე­ბის, უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს მი­ჭერ­დნენ, სა­მუ­და­მოდ შე­იც­ვა­ლა, თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში.

მე­დი­ა­ში ცრუ და კრი­მი­ნა­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბი გავ­რცელ­და, რა­საც უამ­რა­ვი სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. მარ­თა­ლია, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი სა­სა­მარ­თლო დევ­ნა არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემს ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

და ექ­ვსი წლის შემ­დეგ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ცხოვ­რე­ბა და­მიბ­რუ­ნეს, რის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ.

depii-45596-1654167702.jpg

ამ სა­სა­მარ­თლო და­ვის და­წყე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და უსი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბას სპექ­ტაკ­ლად აქ­ცევ­და, რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

თა­ვი­დან­ვე ჩემი მი­ზა­ნი იყო სი­მარ­თლის დად­გე­ნა. ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სი­მარ­თლე მეთ­ქვა ჩემი შვი­ლე­ბის­თვი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის. რო­გორც იქნა, დავ­მშვიდ­დი, ვი­ნა­ი­დან და­სა­ხულ მი­ზანს მი­ვაღ­წიე.

ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო წინ არის, ცხოვ­რე­ბის ახალ თავს ვი­წყებ", - წერს ჯონი დეპი.

myquiz