ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი - მხარს ვუჭერ უკრაინის უფლებას თავი დაიცვას- ანგელა მერკელი | Allnews.Ge

ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი - მხარს ვუჭერ უკრაინის უფლებას თავი დაიცვას- ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია და მიმდინარე წლის პირველ საჯარო გამოსვლაში თავისი პოზიცია დააფიქსირა.

გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მერკელმა მხარი დაუჭირა გერმანიის ხელისუფლების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს მიერ გაწეულ სამუშაოს „ამ ბარბაროსული ომის დასრულების ძიებაში“.

„ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა და რომელშიც შეიჭრა რუსეთი. მხარს ვუჭერ მის უფლებას თავი დაიცვას“,- განაცხადა ანგელა მერკელმა.