"ევროვიზიის" გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა კონკურსში მიღებული თასი გაყიდა, თანხას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემენ
წლევანდელი "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra, საქველმოქმედო აუქციონზე კონკურსში მიღებული თასი 900 000 დოლარად გაყიდა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 3 "დრონის" შესაძენად გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"მეგობრებო, თქვენ წარმოუდგენლები ხართ! ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული თქვენგანის, ვინც ამ აუქციონზე შემოწირულობა გააკეთა და განსაკუთრებით, Whitebit-ის გუნდის, რომელმაც თასი 900 000 დოლარად შეიძინა და ახლა, ჩვენი თასის მფლობელი გახდა. დიდება უკრაინას, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - წერს ჯგუფი სოციალურ ქსელში.