"ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან, თუ მასზე უარს ვიტყვით, პუტინი იპოვის სხვა მყიდველებს და უფრო მეტს გამოიმუშავებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი | Allnews.Ge

"ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან, თუ მასზე უარს ვიტყვით, პუტინი იპოვის სხვა მყიდველებს და უფრო მეტს გამოიმუშავებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"ევ­რო­კავ­ში­რი იძუ­ლე­ბუ­ლია იყი­დოს ნავ­თო­ბი რუ­სე­თის­გან. თუ მას­ზე უარს ვი­ტყვით, პუ­ტი­ნი იპო­ვის მყიდ­ვე­ლებს სხვა ბა­ზარ­ზე და შეძ­ლებს გა­მო­ი­მუ­შა­ვოს უფრო მეტი, პრო­დუქტზე ფასი კი გა­იზ­რდე­ბა",- ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ტე­ლეკმპა­ნია MSNBC-ის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა იპო­ვოს იმგვა­რი ბა­ლან­სი, რომ სა­კუ­თა­რი ეკო­ნო­მი­კა ძა­ლი­ან არ და­ა­ზა­რა­ლოს.

"თუ ჩვენ დღეს სრუ­ლად ვი­ტყვით უარს რუ­სულ ნავ­თობ­ზე, პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დიდი ალ­ბა­თო­ბით, შეძ­ლებს მის გა­ყიდ­ვას მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე, სა­დაც ფა­სე­ბი გა­იზ­რდე­ბა და გა­მო­ი­მუ­შა­ვებს უფრო მეტს“,- გა­ნა­ცხა­და ფონ დერ ლა­ი­ენ­მა.