"აზოვსტალის" მფლობელი აპირებს უჩივლოს რუსეთს, ქარხნის განადგურებით მიღებული 20 მილიარდ დოლარამდე ზარალისთვის - რას ამბობს უკრაინის უმდიდრესი ადამიანი | Allnews.Ge

"აზოვსტალის" მფლობელი აპირებს უჩივლოს რუსეთს, ქარხნის განადგურებით მიღებული 20 მილიარდ დოლარამდე ზარალისთვის - რას ამბობს უკრაინის უმდიდრესი ადამიანი

უკ­რა­ი­ნის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, რი­ნატ ახ­მე­ტო­ვი აპი­რებს, უჩივ­ლოს რუ­სეთს 17-დან 20 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე ზა­რა­ლის გამო, რო­მე­ლიც მას მა­რი­უ­პოლ­ში "აზოვსტა­ლის" ფო­ლა­დის ქარ­ხნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად მი­ად­გა.

ახ­მე­ტო­ვი მა­რი­უ­პო­ლის ფო­ლა­დის ქარ­ხნის მფლო­ბე­ლია. ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნა კი იყო ად­გი­ლი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­ტე­ვის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტი გახ­და და რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად იბომ­ბე­ბო­და."ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებთ რუ­სეთს და მო­ვი­თხოვთ ზა­რა­ლი­სა და და­კარ­გუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის სა­თა­ნა­დო ანა­ზღა­უ­რე­ბას“, - გა­ნუ­ცხა­და ახ­მე­ტოვ­მა უკ­რა­ი­ნულ სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ mrpl.city-ის.

ახ­მე­ტო­ვის ქო­ნე­ბა, Bloomberg-ის მი­ხედ­ვით, ახლა 6,93 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს. ბიზ­ნეს­მე­ნის ქო­ნე­ბა, ომის შემ­დეგ, 40%-ით შემ­ცირ­და.

azovstal5-62431-1653642898.jpg

"აზოვსტა­ლის" ქარ­ხნის ბუნ­კე­რი

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ახ­მე­ტო­ვის კომ­პა­ნია Metinvest-ში, ფო­ლა­დის მწარ­მო­ე­ბელ ქვეყ­ნის უმ­სხვი­ლეს კომ­პა­ნი­ა­ში, გა­ნა­ცხა­დეს, რომ მწარ­მო­ე­ბე­ლი ვერ შე­ას­რუ­ლებ­და სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.

აპ­რილ­ში "მე­ტინ­ვეს­ტის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ა­გენ­ტო Reuters-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ კომ­პა­ნია აპი­რებს ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მო­ე­ბა გა­ნა­ახ­ლოს, მაგ­რამ "არას­დროს იმუ­შა­ვე­ბენ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ“. ცნო­ბის­თვის, მა­რი­უ­პოლ­ში, "აზოვსტა­ლის" ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნა­ში "აზო­ვის" პოლ­კის ჯა­რის­კა­ცე­ბი, უკ­რა­ი­ნის 36-ე სა­ზღვაო ქვე­ით ბრი­გა­დას­თან, სხვა მებ­რძო­ლებ­თან და ასე­ვე მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად იყ­ვნენ გა­მაგ­რე­ბუ­ლე­ბი. მათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თავ­და­დე­ბი­სა და სი­მა­მა­ცის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნეს მსოფ­ლი­ოს. სა­ბო­ლო­ოდ კი, "მათი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად" ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და ახლა ჯა­რის­კა­ცე­ბი რუ­სე­ბის ხელ­ში არი­ან. ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნა კი ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვე­ბის შე­დე­გად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.