"ვთხოვ ყველას, აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ ქუჩებში" - რა ხდება ფრონტის ხაზზე უკრაინაში? | Allnews.Ge

"ვთხოვ ყველას, აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ ქუჩებში" - რა ხდება ფრონტის ხაზზე უკრაინაში?

უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით კვლავ ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, სა­დაც რუსი ოკუ­პან­ტე­ბი მთე­ლი ძა­ლე­ბით უტე­ვენ უკ­რა­ი­ნულ სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებს.

26 მა­ისს კი­დევ ერთხელ მი­ი­ტა­ნეს სა­რა­კე­ტო იე­რი­ში ქა­ლაქ ხარ­კოვ­ზე, რის შე­დე­გა­დაც 7 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა, 17 კი და­იჭ­რა, მათ შო­რის 9 წლის ბავ­შვიც. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ხარ­კო­ვის მხა­რის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ოლეგ სი­ნე­გუ­ბოვ­მა გა­ავ­რცე­ლა.

oleh1-41739-1653641682.jpg

"მტე­რი თავ­ხე­დუ­რად ბომ­ბავ­და ხარ­კოვს, დარ­ტყმის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ შევ­ჩენ­კოს, პავ­ლო­ვი­სა და კი­ე­ვის რა­ი­ო­ნე­ბი. ოკუ­პან­ტი კვლავ ატე­რო­რებს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, ვთხოვ ყვე­ლას აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, არ გა­ვიდ­ნენ ქუ­ჩებ­ში, ხოლო სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის გა­გო­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­ა­შუ­რონ თავ­შე­საფ­რებს. მო­დუ­ნე­ბა ჯერ ად­რეა", - გა­ნა­ცხა­და სი­ნე­გუ­ბოვ­მა და იქვე დას­ძი­ნა, - უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა თა­ვი­სი საქ­მე იცი­ან.

"ჩრდი­ლო­ე­თით, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით და იზი­უ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა მძი­მე ბრძო­ლე­ბი. მტერს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გე­ბი აქვს. მტკი­ცედ ვდგა­ვართ და ასე­ვე ვიქ­ნე­ბით ყუ­რა­დღე­ბით, გვჯე­რა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის", - აცხა­დებს ის გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში.

xarkov1-41813-1653641706.jpg

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქზეც რამ­დე­ნი­მე სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. თავ­დას­ხმას სე­რი­ო­ზუ­ლი ნგრე­ვა მოჰ­ყვა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, ვა­ლენ­ტინ რეზ­ნი­ჩენ­კო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"სე­რი­ო­ზუ­ლი ნგრე­ვა გვაქვს. მაშ­ვე­ლე­ბი ნან­გრე­ვებს ასუფ­თა­ვე­ბენ და ადა­მი­ა­ნებს ეძე­ბენ", - აცხა­დებს ვა­ლენ­ტინ რეზ­ნი­ჩენ­კო.

ამას­თა­ნა­ვე, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის სა­ოლ­ქო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ნი­კო­ლაი ლუ­კა­შუკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოკუ­პან­ტებ­მა დნეპ­რის რა­ი­ო­ნი და­ბომ­ბეს. მი­სი­ვე თქმით, ზუს­ტდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მსხვერ­პლი­სა და ნგრე­ვის მას­შტა­ბე­ბის შე­სა­ხებ.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში კი ვკი­თხუ­ლობთ, რომ რუ­სე­თის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბი კვლავ ცდი­ლო­ბენ სე­ვე­რო­დო­ნეც­კი­სა და ლი­სი­ჩანსკის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვას.

მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა პო­პას­ნა­ი­ას ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი და­ი­კა­ვეს.

ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი ზე­წო­ლას ახ­დენს სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ზე, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა ინარ­ჩუ­ნებს კონ­ტროლს რამ­დე­ნი­მე და­ცულ სექ­ტორ­ზე, რაც მე­ტყვე­ლებს, რომ რუ­სეთს დონ­ბას­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლი არ აქვს.

"რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხრეთ ჯგუ­ფის ამო­ცა­ნად, რო­გორც ჩანს, სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცია რჩე­ბა. ბოლო დღე­ებ­ში, რუ­სეთ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 50 წლის T-62 ტი­პის ტან­კე­ბი რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხრეთ ჯგუ­ფის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნა. T-62 ტან­კე­ბი თით­ქმის და­უც­ველ­ნი იქ­ნე­ბი­ან ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ია­რა­ღის მი­მართ და მათი ყოფ­ნა ბრძო­ლის ველ­ზე ხაზს უს­ვამს რუ­სე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე, საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში მყო­ფი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის დე­ფი­ციტს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

myquiz