რუსეთი დასავლური კომპანიების ადგილობრივი ბიზნესისთვის, რომელიც ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, აქტივების ჩამორთმევას გეგმავს | Allnews.Ge

რუსეთი დასავლური კომპანიების ადგილობრივი ბიზნესისთვის, რომელიც ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, აქტივების ჩამორთმევას გეგმავს

რუსეთი გეგმავს ახალი კანონი მიიღოს, რომლითაც მას საშუალება ექნება იმ დასავლური კომპანიების ადგილობრივ ბიზნსებს აქტივები ჩამოართვას, რომლებიც რუსეთის დატოვებას უკრაინაში შეჭრის გამო გადაწყვეტენ.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კანონი შესაძლოა რამდენიმე კვირაში ამოქმედდეს.

ცნობისთვის, ასობით საერთაშორისო ბრენდმა, მათ შორის Starbucks-მა, Coca Cola-მ, Levi's-მა და Apple-მა, რუსეთი დატოვა ან იქ შეაჩერა გაყიდვები მას შემდეგ, რაც ქვეყანა თებერვალში მეზობელ უკრაინაში შეიჭრა.