მასშტაბური პროტესტი თურქეთში, პრეზიდენტის წინააღმდეგ: რა მოჰყვა ოპოზიციონერის დაკავებასა და ვალუტის კატასტროფულ ვარდნას? | Allnews.Ge

მასშტაბური პროტესტი თურქეთში, პრეზიდენტის წინააღმდეგ: რა მოჰყვა ოპოზიციონერის დაკავებასა და ვალუტის კატასტროფულ ვარდნას?

ეს არ არის პროგ­რე­სუ­ლი თურ­ქე­თის, ათა­თურ­ქის გზა, რო­მე­ლიც კე­თილ­დღე­ო­ბას მოგ­ვი­ტანს!.." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან თურ­ქეთ­ში, ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლის, ჯა­ნან ქაფ­თან­ჯი­ოღ­ლუს და­კა­ვე­ბას. გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას თურ­ქეთ­ში მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სო­ლი­და­რო­ბა ქაფ­თან­ჯი­ოღ­ლუს გა­მო­უ­ცხა­დეს.

280804717-396484915728132-4943136571437903978-n-61197-1653540257.jpg

ჯა­ნან ქაფ­თან­ჯი­ოღ­ლუ

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 50 წლის ქალს, პრე­ზი­დენ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფოს სა­ჯა­როდ დამ­ცი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 4 წლი­თა და 11 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი თა­ვის მო­საზ­რე­ბებს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სებ­თან, ასე­ვე, პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღან­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2012-2017 წლებ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტე­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით ავ­რცე­ლებ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია თურ­ქულ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე დიდი სტა­ჟის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია", რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც ლი­ბე­რა­ლურ, პრო-ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი. ქაფ­თან­ჯი­ოღ­ლუ ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს გუნ­დის წევ­რია.

dw.com-ის ცნო­ბით, სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ერ­დო­ღა­ნის მთა­ვა­რი საყ­რდენს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტი­ის (AKP) კან­დი­დატს ბი­ნა­ლი ილ­დი­რიმს რე­ა­ლუ­რი ოპო­ნი­რე­ბას სწო­რედ იმა­მ­ოღ­ლუ უწევ­და. არ­ჩევ­ნებ­ში, სტამ­ბო­ლის მე­რად სწო­რედ ის აირ­ჩი­ეს, რაც ქვეყ­ნის ლი­დე­რის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ქაფ­თან­ჯი­ოღ­ლუ მხარს უჭერს იმა­მ­ოღ­ლუს და ით­ვლე­ბა მის "მარ­ჯვე­ნა ხე­ლად". ის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი და გო­ნი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს.ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­გე­რე­ბი წე­რენ, რომ ერ­დო­ღა­ნი გა­აფ­თრე­ბით ებ­რძვის ოპო­ზი­ცი­ას, ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ას, გან­სხვა­ვე­ბულ აზრს; კონ­ტროლ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი.

61891434-303-1653540369.jpg

"ერ­დო­ღა­ნი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ შორ­დე­ბა ათა­თურ­ქის კურსს და ეს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს ძა­ლი­ან აწუ­ხებს. თუმ­ცა, პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა, ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი პო­ტენ­ცი­ურ პა­ტიმ­რო­ბა­ზე მი­დის... ჩემი მე­უღ­ლე ფო­ტოგ­რა­ფია, მას არა­ერ­თხელ მო­უ­წია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და­კი­თხვა­ზე მის­ვლა, პო­ლი­ცი­ას აინ­ტე­რე­სებ­და, რა თე­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ობ­და, ვის­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, რა ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ებს აწ­ვდი­და უცხო­ურ გა­მო­ცე­მებს... თა­ვი­სუ­ფალ მოქ­მე­დე­ბას ან პირ­და­პირ გიკ­რძა­ლა­ვენ, ან გა­ნიშ­ნე­ბენ, რომ კონ­ტრო­ლის ქვეშ ხარ. უამ­რა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ზღუდ­ვე­ბის გამო გა­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ერ­დო­ღა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი, მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი ეკო­ნო­მი­კას არა­თუ აჯან­სა­ღებს, პი­რი­ქით, დიდ ზი­ანს აყე­ნებს. ამი­ტო­მაც, ეკო­ნო­მი­კა­ში უკვე გაჩ­ნდა პრობ­ლე­მე­ბი, რაც ბოლო დღე­ებ­ში ლი­რას კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა­ში აი­სა­ხე­ბა..." - გვე­უბ­ნე­ბა თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ნინა სოქთ­ოღ­ლი.

კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლის თქმით, თურ­ქეთ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით მდგო­მა­რე­ო­ბა უკან მი­დის - ფა­სე­ბი მა­ტუ­ლობს, ლირა კი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად უფა­სურ­დე­ბა. მისი გან­ცხა­დე­ბით, ლი­რას კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა კრი­ტი­კუ­ლად აი­სა­ხე­ბა იქ და­საქ­მე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ჯი­ბე­ებ­ზე, რად­გან უწევთ გაძ­ვი­რე­ბუ­ლი დო­ლა­რი იყი­დონ და ისე გა­ა­კე­თონ გზავ­ნი­ლი.

"ჩვენს უკან, უმე­ტე­სად ოჯა­ხე­ბი დგა­ნან, სტუ­დენ­ტი ან აბი­ტუ­რი­ენ­ტი შვი­ლე­ბი, ავად­მყო­ფი შვი­ლე­ბი, ბან­კის ვალი, იპო­თე­კა. ჩვე­ნი ხელ­ფა­სი არ გაზ­რდი­ლა, ლირა გა­უ­ფა­სურ­და, რომ­ლი­თაც დო­ლარს ვყი­დუ­ლობთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვგზავ­ნით. ზოგ­ჯერ მე­ო­რე თვემ­დე კა­პი­კი არ მრჩე­ბა და მი­წევს ვი­სეს­ხო. არც თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­დეს. ამი­ტო­მაც, უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი წა­ვი­და იტა­ლი­ა­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში. ჭკვი­ა­ნუ­რია, მაგ­რამ სტა­ბი­ლურ სამ­სა­ხურს იქაც ყვე­ლა ვერ შო­უ­ლობს, ამ ქვეყ­ნებს უკ­რა­ი­ნი­დან ლტოლ­ვი­ლე­ბი მი­ა­წყდნენ" - ამ­ბობს იზა ჩხე­ტია.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, თურ­ქუ­ლი ლირა გა­უ­ფა­სუ­რე­ბას გა­ნაგ­რძობს. მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 16.2 ლი­რას აღ­წევს, რაც გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ რე­კორ­დზე მხო­ლოდ 0.5 პუნ­ქტით ნაკ­ლე­ბია.

ambebi.ge

myquiz