ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა ისევ შესაძლებელია- ანტონიო გუტერეში | Allnews.Ge

ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა ისევ შესაძლებელია- ანტონიო გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ბირთვული კონფლიქტის საფრთხე კვლავ რეალური გახდა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ეს წარმოუდგენლად ითვლებოდა.

„უკრაინის კონფლიქტის შედეგები, რამაც გაუსაძლისი ტკივილი გამოიწვია, სცდება უკრაინის საზღვრებს. თავდასხმის ქვეშ მოხვდა საავადმყოფოები, სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და თავშესაფრები. 12 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ალყაში მოქცეულ ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან ჩარჩენილი. ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა ისევ შესაძლებლობის სფეროშია. მსოფლიოში მკვეთრად იზრდება საკვების, საწვავის და სასუქების ფასები. მიწოდების ჯაჭვები დარღვეულია. ეს ყველაფერი საფუძველს უყრის პოლიტიკურ არასტაბილურობასა და არეულობას მთელს მსოფლიოში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე პირდაპირი ზეგავლენის მოხდენით,“- აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიშში.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ყველაზე ეფექტური გზა არის შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღების თავიდან აცილება და მათი მშვიდობიანი მოგვარება.

myquiz