პუტინთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება – ომის დასრულება - ვოლოდიმირ ზელენსკი | Allnews.Ge

პუტინთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება – ომის დასრულება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შეწყვეტა.

„მათ სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიღების ისეთი სტრუქტურა აქვთ, რომ მის გარეშე არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. ყველა ინსტიტუტს აერთიანებს ერთი გადაწყვეტილება – რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ, მის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნება, არ გამოვა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე.

მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს, ამ შეხვედრების დიდი სურვილი ნამდვილად არ არის, შუამავლებთან შეხვედრის დიდი სურვილი არ არის და არ იქნება. ამიტომ, მე არ მივიღებ რუსეთიდან რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტის გარდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება – ომის დასრულება. სულ ეს არის. სხვა არაფერია სალაპარაკო“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

myquiz