მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს - არაფერი თქვენზე, თქვენს გარეშე- ანდჟეი დუდა | Allnews.Ge

მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს - არაფერი თქვენზე, თქვენს გარეშე- ანდჟეი დუდა

მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს. აღნიშნული განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ კიევში, უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„შემაშფოთებელი ხმები დადის, რომ უკრაინა პუტინის მოთხოვნების წინაშე დათმობაზე უნდა წავიდეს. მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს. არაფერი თქვენზე თქვენს გარეშე“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანდჟეი დუდას განცხადებით,უკრაინის ერთი სანტიმეტრის შეწირვაც კი დასავლური სამყაროსთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

„თუ უკრაინა შეწირული იქნება ეკონომიკური მიზეზების ან პოლიტიკური ამბიციების გამო - თუნდაც მისი ტერიტორიის სანტიმეტრი - ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა არა მხოლოდ უკრაინელი ერისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის”, - განაცხადა დუდამ უკრაინელ დეპუტატებისთვის მიმართვისას.

დუდა პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა. პოლონეთის პრეზიდენტს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ.

myquiz