რატომ "არ ომობს" მოსკოვი ანუ საიდან მიჰყავს ჯარისკაცები პუტინს | Allnews.Ge

რატომ "არ ომობს" მოსკოვი ანუ საიდან მიჰყავს ჯარისკაცები პუტინს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ მალავს ცოცხალი ძალის დანაკარგის შესახებ ინფორმაციას, რომელიც უკანასკნელად თითქმის ორი თვის წინ გამოქვეყნდა. 25 მარტის ოფიციალური მონაცემებით, ბრძოლის ველზე დაიღუპა 1351 რუსი სამხედრო მოსამსახურე. არადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამტკიცებს, რომ დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 27 ათასს აღწევს. რუსეთის კანონმდებლობით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ცოცხალი დანაკარგების სტატისტიკური მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა და მათი არასანქცირებული გამოქვეყნება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, თუმცა სამხედრო ექსპერტები, რუსეთის რეგიონული მედიისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ასკვნიან, რომ ომის დაწყებიდან დაღუპულია რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო. ნიშანდობლივია, რომ ომში დაღუპულთა ოკუპანტების რაოდენობით რეგიონები მნიშვნელოვნად უსწრებენ რუსეთის ცენტრალურ რაიონებს, განსაკუთრებით - დედაქალაქსა და სანქტ-პეტერბურგს.

მაგალითად, ცნობილია, რომ უკრაინის ომში ბურიატი სამხედროების დაღუპვის მხოლოდ დადასტურებულმა შემთხვევებმა 70%-ით გაზარდა 18-45 წლის ბურიატი მამაკაცების სიკვდილიანობა, ხოლო 30 წლამდე ახალგაზრდებისა - 27%-ით. ბურიატიას დაღესტანი უსწრებს. ჩრდილოეთ კავკასიის ამ რესპუბლიკიდან, ჯერ კიდევ მარტის მონაცემებით, 137 დაღესტნელი იყო დაღუპული. კავკასიის რეგიონში დაღუპულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ ოსეთი. იყენებს თუ არა კრემლი საზარბაზნე ხორცად ეთნიკურად არარუს მოსახლეობას და რატომ არ მიდიან რუსეთის ცენტრალურ რაიონებში მცხოვრები რუსები ომში, ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ბილანივილი გვესაუბრება:

- პირველ რიგში, მოსკოვსა და პეტერბურგში ხალხი ბევრად უკეთ ცხოვრობს, ფინანსური თვალსაზრისით, ვიდრე - რეგიონებში. შესაბამისად, აქ კრემლი ყოველთვის ერიდებოდა ისეთი რამის გაკეთებას, რაც საზოგადოებრივ პროტესტს გამოიწვევდა. მეორე მიზეზი სუფთა ტექნიკური საკითხია. მობილიზაციის დროს, ისევ სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ომში მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ წასვლის მსურველი რეგიონებში მეტია. სხვათა შორის, მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში ამ გაუგონარ სამხედრო აგრესიას ყოველთვის მხარს უჭერდნენ, მაგრამ ომში ჩართვის სურვილს დიდად არ გამოხატავდნენ. სწორედ ასეთი განწყობის ერთ-ერთი მიზეზია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მოძალება. გეტყვით იმასაც, რომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი ნამდვილად არ არის.

განაგრძეთ კითხვა

myquiz