"ახლა რუსეთი შეეცდება, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაწელოს" - რა ელით "აზოველებს"? | Allnews.Ge

"ახლა რუსეთი შეეცდება, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაწელოს" - რა ელით "აზოველებს"?

"აზოვსტა­ლი", რო­გორც და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის სიმ­ბო­ლო, იყო თემა, რომ­ლის გარ­შე­მოც მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა იმა­ზე მე­ტად იყო მი­მარ­თუ­ლი, ვიდ­რე მთლი­ა­ნად ომის მსვლე­ლო­ბი­სას. დაჭ­რი­ლი აზო­ვე­ლი გმი­რე­ბი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რუ­სეთ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი ასო­ბით სამ­ხედ­რო, რო­მელ­თა რუს ტყვე­ებ­ში გაც­ვლა იგეგ­მე­ბა - ეს არის თემა, რომ­ლის გარ­შე­მო კა­მა­თი არ წყდე­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა რუ­სეთს არ ენ­დო­ბა.

გუ­შინ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "აზო­ვის" პოლ­კის დამ­ცველ­თა ბოლო, 531-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი და­ნებ­და.

"მა­რი­უ­პოლ­ში "აზოვსტა­ლის" ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე წლის 21 აპ­რი­ლი­დან აზო­ვის ნა­ცის­ტუ­რი ფორ­მი­რე­ბის უკ­რა­ი­ნე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბის ჯგუ­ფი იყო ბლო­კა­და­ში, მთლი­ა­ნად გა­თა­ვი­სუფ­ლდა“, - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა იგორ კო­ნა­შენ­კოვ­მა.

ამის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ "აზოვსტა­ლის" მებ­რძო­ლებს მი­ე­ცათ მკა­ფიო სიგ­ნა­ლი, რომ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და თა­ვი­ან­თი სი­ცო­ცხლე გა­და­ერ­ჩი­ნათ. "დღეს ბი­ჭებ­მა მი­ი­ღეს მკა­ფიო სიგ­ნა­ლი სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბის­გან, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ვიდ­ნენ და თა­ვი­ან­თი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნონ", - გა­ნუ­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არხს.

ყო­ფი­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, (უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მის სა­ხელს არ ვა­სა­ხე­ლებთ) რომ­ლის მე­გობ­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვი­ან, "აზოვსტა­ლე­ლე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სა და მო­სა­ლოდ­ნელ პრო­ცე­სებ­ზე სა­უბ­რობს:

მისი თქმით, რუ­სე­თის ნდო­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ რუ­სე­ბი თუ ერთ ტყვეს მა­ინც და­უ­შა­ვე­ბენ რა­მეს, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუს ტყვე­ებს სა­ჯა­როდ გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ და დას­ჯი­ან კი­დეც.

- რა ფი­ნა­ლი­თაც არ უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო "აზოვსტა­ლე­ლე­ბის" ის­ტო­რია, მათ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ში, უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ტი­ვა­ცი­ის, სიმ­ტკი­ცი­სა და გამ­ძლე­ო­ბის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნეს. ნე­ბის­მი­ე­რი სამ­ხედ­როს­თვის დიდი პა­ტი­ვია მათ რი­გებ­ში ყოფ­ნა და მათ გვერ­დით ბრძო­ლა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რო­გორ დას­რულ­დე­ბა ის. მათ ეპო­ქა შექ­მნეს და და­ნარ­ჩენს დრო გვიჩ­ვე­ნებს. იმე­დია, მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­დე­ბი­ან და ეს მო­ლო­დი­ნი რომ არ ჰქო­ნო­დათ, ამ­გვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­დნენ. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ვიცი, რომ ბრძა­ნე­ბა მო­ვი­და მთა­ვარ­სარ­დლო­ბი­დან და მათ ის შე­ას­რუ­ლეს.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, რუ­სებ­მა "აზო­ვე­ლებ­ში" ტყვე­ე­ბის გაც­ვლა უკვე მო­ი­თხო­ვეს... სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე, პირ­ველ რიგ­ში, დაჭ­რი­ლებ­სა და ქა­ლებს მო­ი­თხოვს. სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის ნდო­ბა. თუმ­ცა, თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თი სას­ჯე­ლის უკი­დუ­რეს ზო­მის მი­ღე­ბას გა­ბე­დავს, პა­სუ­ხად მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბას მი­ი­ღებს - ეს იქ­ნე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბა, რად­გან მათ კარ­გად იცი­ან რას ნიშ­ნავს ომში თუნ­დაც ღირ­სე­უ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და მათი ღირ­სე­ბის დაც­ვას, სწო­რედ უკ­რა­ი­ნა­ში, რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ეც­დე­ბი­ან.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "აზოვსტალ­ში" სა­მე­თა­უ­რო რგო­ლის გარ­და, თით­ქმის ყვე­ლა ჩა­ბარ­და. ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან ტყვე­ებს შო­რის. ჩემი მე­გო­ბა­რიც მათ შო­რის იყო. რამ­დე­ნი­მე დღეა ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით... მგო­ნი, ისიც ტყვედ არის. უი­მე­დოდ არ ვარ. არც მე და არც მისი მე­გობ­რე­ბი. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნარს გან­ვი­ხი­ლავთ, რო­მელ­საც რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. ამას­თან ერთი ეჭვი მაქვს - მე­ში­ნია, ქარ­თვე­ლე­ბი არ გა­ა­სა­მარ­თლონ. თუმ­ცა, მათ, ან სხვებს რა უნდა ათ­ქმე­ვი­ნონ, 82 დღე ალ­ყა­ში იყ­ვნენ და არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ.

პირ­ველ რიგ­ში, რუ­სუ­ლი მხა­რე შე­ეც­დე­ბა, დრო გა­იყ­ვა­ნოს და ტყვე­ე­ბის გაც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­წე­ლოს. ეც­დე­ბა, ტყვე­ე­ბი ბევრ რა­მე­ში გა­მო­ი­ყე­ნოს, კერ­ძოდ, შე­ეც­დე­ბა, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ტემ­პი და­აგ­დე­ბი­ნოს...

- რას ფიქ­რობთ იმა­ზე, რომ რუ­სუ­ლი მხა­რე მათი, რო­გორც სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სტა­ტუ­სით ითხოვს გა­სა­მარ­თლე­ბას?

- ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი მხრი­დან "აზოვსტა­ლე­ლე­ბის" მი­მართ ინ­ტე­რე­სი. ე.წ. სტავ­კა დი­დია და შე­საძ­ლოა, მათი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სუ­ლაც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბა მო­ი­თხო­ვონ. კარ­გია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, რუ­სე­თის ნდო­ბა არას­დროს შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც რა­ღა­ცას ნიშ­ნავს...

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის ვა­რა­უდს, რომ აზოვსტა­ლე­ლე­ბის ტყვედ ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ის დაგ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არც ეს იმე­დი მარ­თლდე­ბა, რად­გან ეს მე­თა­უ­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და კი­დევ იმა­ზე, თუ რა ახალ შე­ი­ა­რა­ღე­ბას მი­აწ­ვდი­ან მათ. სრუ­ლი­ად ღია ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად, უწყვე­ტად იღე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე და მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, არ მგო­ნია ტემ­პი და­აგ­დონ.

myquiz