მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ინფექციური დაავადება, მაიმუნის ყვავილი გამოვლინდა - რა სიმპტომები აქვს და არის თუ არა მისი ფართოდ გავრცელების საფრთხე? | Allnews.Ge

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ინფექციური დაავადება, მაიმუნის ყვავილი გამოვლინდა - რა სიმპტომები აქვს და არის თუ არა მისი ფართოდ გავრცელების საფრთხე?

მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი გა­მოვ­ლინ­და. რო­გორც BBC-ი წერს, ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი აღ­წე­რეს აშშ-ში, კა­ნა­და­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, შვე­დეთ­სა და ავ­სტრი­ა­ში.

აქამ­დე მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ვირუ­სი კი აფ­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ზურ­გის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ჩნდე­ბა სა­ხე­ზე, ხოლო შემ­დეგ სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­საც ედე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდე­ბა ხე­ლის­გუ­ლებ­სა და ფე­ხის ტერ­ფებ­ზე.

გა­მო­ნა­ყარს ახა­სი­ა­თებს მწვა­ვე ქა­ვი­ლი. და­ზი­ა­ნე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, კან­ზე გა­მო­იწ­ვი­ოს ნა­წი­ბუ­რე­ბი. ადა­მი­ა­ნის და­სე­ნი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც მა­ი­მუ­ნი­სა­გან, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც. ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­თა უმე­ტე­სო­ბა ხა­სი­ათ­დე­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მით, ისე­ვე რო­გორც ჩუ­ტყვა­ვი­ლა და რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში სიმპტო­მე­ბი ქრე­ბა. თუმ­ცა ამას­თა­ნა­ვე, შე­საძ­ლოა იყოს უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბიც. ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის 100-დან 1 შემ­თხვე­ვა არის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მა­ი­მუ­ნის ჩუ­ტყვა­ვი­ლა იშ­ვი­ა­თი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, რომ­ლის­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში იკურ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი. ვირუ­სი ად­ვი­ლად არ ვრცელ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბის რის­კიც ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

103585163-monkeypox-getty-44250-1653070876.jpg

ამ და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 7 მა­ისს და­ფიქ­სირ­და. პა­ცი­ენ­ტი ნი­გე­რი­ა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და და ვიდ­რე ინ­გლის­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ნამ­დე და­ინ­ფი­ცირ­და. ამ დრო­ის­თვის, ინ­გლის­ში უკვე 9 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­სტრა­ლი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ შემ­თხვე­ვას, მა­მა­კა­ცი მას შემ­დეგ შე­იქ­ნა შე­უძ­ლოდ, რაც ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­რო­ბი­დან დაბ­რუნ­და.

იმის მი­ხე­და­ვად, რომ მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის­თვის ევ­რო­პა­ში არ­ცერ­თი ვაქ­ცი­ნა არაა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი, ეს­პა­ნე­თის ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ათა­სო­ბით ჩუ­ტყვა­ვი­ლას ვაქ­ცი­ნა შე­ი­ძი­ნეს, რომ ვირუს­თან გამ­კლა­ვე­ბა შეძ­ლონ (მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლიც, ჩუ­ტყვა­ვი­ლას ოჯა­ხის ვირუ­სე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია).

myquiz