900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი "აზოვსტალის“ ქარხანიდან ოკუპანტება წინასწარი დაკავების ცენტრში გაგზავნეს - რას აცხადებს რუსეთის საგრეო უწყება? | Allnews.Ge

900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი "აზოვსტალის“ ქარხანიდან ოკუპანტება წინასწარი დაკავების ცენტრში გაგზავნეს - რას აცხადებს რუსეთის საგრეო უწყება?

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 900-ზე მეტი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი, რომ­ლე­ბიც მათ ევა­კუ­ა­ცი­ის ფარ­გლებ­ში "აზოვსტა­ლის“ ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის ცენ­ტრში არი­ან გა­დაგ­ზავ­ნი­ლე­ბი.

რო­გორც სა­გა­რეო უწყე­ბის პრესს­პი­კერ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ 959 უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი "ჩა­ბარ­და“, რო­მელ­თა­გან 51-ს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აქვს. მი­სი­ვე ცნო­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი მკურ­ნა­ლო­ბას ნო­ვო­ა­ზოვ­სკის ჰოს­პი­ტალ­ში გა­დი­ან, სხვე­ბი კი ოლე­ნივ­კა­ში წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის ცენ­ტრებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს არ გა­უვრცე­ლე­ბია გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დენ­მა სამ­ხედ­რომ და­ტო­ვა "აზოვსტა­ლის“ ქარ­ხა­ნა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩევ­ლის მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კის თქმით, ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "ძა­ლი­ან რთუ­ლია".

"მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია. ხე­დავთ, "აზოვსტა­ლი", მა­რი­უ­პო­ლი და "აზო­ვის" პოლ­კი - მა­რი­უ­პო­ლის ყვე­ლა დამ­ცვე­ლი ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია და ეს ასეა რუ­სე­თის­თვი­საც, ოღონდ ნე­გა­ტი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით", - დას­ძი­ნა პო­დო­ლი­აკ­მა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა "აზოვსტა­ლის" ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში "გავ­ლე­ნი­ა­ნი შუ­ა­მავ­ლე­ბი" ახ­სე­ნა, თუმ­ცა მათი ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­სა­ხე­ლა.

myquiz