რა ელით „აზოვსტალიდან“ გამოყვანილ უკრაინელ მეომრებს? | Allnews.Ge

რა ელით „აზოვსტალიდან“ გამოყვანილ უკრაინელ მეომრებს?

უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში მდე­ბა­რე "აზოვსტა­ლის" ქარ­ხნი­დან უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე Reuters-ი ახალ ცნო­ბებს აქ­ვე­ნებს.

სწო­რედ ეს გა­მო­ცე­მა იყო პირ­ვე­ლი, რომ­ლე­მაც 17 მა­ისს, სა­ღა­მოს, გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სუ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის თან­ხლე­ბით, "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა შვიდ­მა ავ­ტო­ბუს­მა, რომ­ლებ­შიც უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ომ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათი ზუს­ტი რი­ცხვი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

მა­ნამ­დე, 16 მა­ისს კი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია 53 მძი­მედ დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო, რომ­ლე­ბიც გა­და­იყ­ვა­ნეს ოკუ­პან­ტე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ქა­ლა­ქის ნო­ვო­ა­ზოვ­სკის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, "აზოვსტა­ლის" კი­დევ 211 დამ­ცვე­ლი კი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნით ჩა­იყ­ვა­ნეს ოლე­ნივ­კა­ში, სა­ი­და­ნაც გენშტა­ბის მტკი­ცე­ბით "გაც­ვლის პრო­ცე­დუ­რით“ და­აბ­რუ­ნე­ბენ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ შვი­დი ავ­ტო­ბუ­სით გაყ­ვა­ნი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ სო­ფელ ოლე­ნივ­კა­ში, ახ­ლად გახ­სნილ სა­პა­ტიმ­რო­ში მი­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ თვითმხილ­ველ­მა აც­ნო­ბა სა­ა­გენ­ტოს.

ოლე­ნივ­კა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლიც არის.

methode-times-prod-web-bin-54104d60-d5cf-11ec-8585-951ab3afb4d2-1652869820.jpg

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე მხა­რე ლა­პა­რა­კობ­და შე­თან­ხმე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ყვე­ლა უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ტო­ვებ­და ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნას, ბევ­რი დე­ტა­ლი ჯერ კი­დევ არ არის სა­ჯა­რო, მათ შო­რის, რამ­დე­ნი მებ­რძო­ლი დარ­ჩა შიგ­ნით და იყო თუ არა შე­თან­ხმე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის რა­ი­მე ფორ­მა.

კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბით, პუ­ტინ­მა პი­რა­დად გას­ცა გა­რან­ტია, რომ პა­ტიმ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ე­პყრო­ბოდ­ნენ, უკ­რა­ი­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ მათი გაც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია რუს ტყვე­ებ­ში.

გა­ე­რო­ში რუ­სე­თის ელ­ჩის მო­ად­გი­ლემ, დი­მიტ­რი პო­ლი­ანსკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბა არ ყო­ფი­ლა და "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა: "არ ვი­ცო­დი, რომ ინ­გლი­სურს ამ­დე­ნი ვა­რი­ა­ცია ჰქონ­და ერთი გზავ­ნი­ლის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად: #აზო­ვე­ლე­ბი უპი­რო­ბოდ და­ნებ­დნენ“, - და­წე­რა მან.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TASS იტყო­ბი­ნე­ბა, რომ რუ­სუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი, აპი­რე­ბენ და­კი­თხონ უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, მათ შო­რის "აზო­ვის" ბა­ტა­ლი­ო­ნის წევ­რე­ბი იმ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც მოს­კო­ვი უწო­დებს: "უკ­რა­ი­ნის რე­ჟი­მის და­ნა­შა­უ­ლებს".

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რუსი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი პა­ტი­მარ­თა გაც­ვლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვიდ­ნენ. რუ­სე­თის ქვე­და პა­ლა­ტის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს სპი­კერ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ ვო­ლო­დინ­მა თქვა: "ნა­ცის­ტუ­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არ უნდა გაც­ვა­ლონ“.

ჯერ უც­ნო­ბია, რო­გორ მო­ხერ­ხდე­ბა ამ გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის რუს ტყვე­ებ­ში გაც­ვლა, რად­გა­ნაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო 18 მა­ისს გა­ნი­ხი­ლავს პრო­ექტს, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ე.წ. ნა­ცის­ტი კრი­მი­ნა­ლე­ბის ტყვედ გაც­ვლას, ხოლო 26 მა­ისს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს უკ­რა­ი­ნუ­ლი პოლ­კის "აზო­ვის" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს.

"აზოვსტა­ლის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კვლავ რჩე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი, ოღონდ უც­ნო­ბია მათი რა­ო­დე­ნო­ბა.

პოლკ "აზო­ვის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ან­დრეი ბე­ლეც­კიმ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც სა­უბ­რობს "აზოვსტა­ლი­დან" სამ­ხედ­რო­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე. მან ყვე­ლას მო­უ­წო­და თა­ვის შე­ი­კა­ვონ კო­მენ­ტა­რე­ბი­სა და კრი­ტი­კის­გან ამ ოპე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ბი­ლეც­კის თქმით, გარ­ნი­ზო­ნი ად­გილ­ზეა.

"ამ­ჟა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პოლ­კი კავ­შირ­შია. მე ვიცი, რა ხდე­ბა იქ, გარ­ნი­ზო­ნი ად­გილ­ზეა, ია­რა­ღით ხელ­ში, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!" - აცხა­დებს ის.

myquiz