"მათ შეძლეს ისეთი რამეები, რაც შევა სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში" - რას აცხადებს "აზოვის" დამფუძნებელი ანდრეი ბელეცკი "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციაზე | Allnews.Ge

"მათ შეძლეს ისეთი რამეები, რაც შევა სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში" - რას აცხადებს "აზოვის" დამფუძნებელი ანდრეი ბელეცკი "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციაზე

სა­ა­გენ­ტო Reuters-იავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბით სავ­სე სულ ცოტა შვიდ­მა ავ­ტო­ბუს­მა და­ტო­ვა მა­რი­უ­პო­ლის "აზოვსტა­ლის" მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია და დო­ნეც­კის მახ­ლობ­ლად, რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ქა­ლაქ იე­ლე­ნოვ­კა­ში​, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყო­ფილ კო­ლო­ნი­ა­ში ჩა­ვი­და.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო “ტა­სის“ ცნო­ბით კი, უკ­რა­ი­ნელ მებ­რძო­ლებს, რო­მელ­თა­გან ბევ­რი პოლკ "აზო­ვის" წევ­რია, რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი და­კი­თხავს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის და­კი­თხვა "უკ­რა­ი­ნის რე­ჟი­მის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის“ რუ­სუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

"რო­გორც ჩანს, მა­რი­უ­პო­ლის ბლო­კა­და დას­რუ­ლე­ბუ­ლია, უკა­ნას­კნე­ლი დამ­ცვე­ლე­ბი ტო­ვე­ბენ ქა­ლა­ქის ნან­გრე­ვებს", - წერს "რო­ი­ტერ­სი".

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, ავ­ტო­ბუ­სებ­ში მყოფ უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს და­ზი­ა­ნე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. უც­ნო­ბია რა ელით და რას უპი­რე­ბენ მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლებს, მით უფრო მათ, ვინც არ და­შა­ვე­ბუ­ლან.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლებს და­ე­ვა­ლათ ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა.

რუ­სე­თის მტკი­ცე­ბით, "აზოვსტალ­ში" გა­მაგ­რე­ბულ­მა პოლკ "აზო­ვის" მებ­რძო­ლებ­მა და ქვე­ი­თი ჯა­რის სამ­ხედ­რო­ებ­მა ია­რა­ღი და­ყა­რეს და ტყვედ ჩა­ბარ­დნენ.

ჯერ უც­ნო­ბია, რო­გორ მო­ხერ­ხდე­ბა ამ გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის რუს ტყვე­ებ­ში გაც­ვლა, რად­გა­ნაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო 18 მა­ისს გა­ნი­ხი­ლავს პრო­ექტს, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ე.წ. ნა­ცის­ტი კრი­მი­ნა­ლე­ბის ტყვედ გაც­ვლას, ხოლო 26 მა­ისს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს უკ­რა­ი­ნუ­ლი პოლ­კის "აზო­ვის" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს.

16 მა­ისს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია 53 მძი­მედ დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო, რომ­ლე­ბიც გა­და­იყ­ვა­ნეს ოკუ­პან­ტე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ქა­ლა­ქის ნო­ვო­ა­ზოვ­სკის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, "აზოვსტა­ლის" კი­დევ 211 დამ­ცვე­ლი კი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნით ჩა­იყ­ვა­ნეს ოლე­ნივ­კა­ში, სა­ი­და­ნაც გენშტა­ბის მტკი­ცე­ბით "გაც­ვლის პრო­ცე­დუ­რით“ და­აბ­რუ­ნე­ბენ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

პოლკ "აზო­ვის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ან­დრეი ბე­ლეც­კიმ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც სა­უბ­რობს "აზოვსტა­ლი­დან" სამ­ხედ­რო­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე. მან ყვე­ლას მო­უ­წო­და თა­ვის შე­ი­კა­ვონ კო­მენ­ტა­რე­ბი­სა და კრი­ტი­კის­გან ამ ოპე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"80 დღე-ღა­მე­ზე მეტ ხანს აკა­ვებ­დნენ ისი­ნი მტერს, მათი უდი­დე­სი რი­ცხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ში­ნე­ლი სა­ა­ვი­ა­ციო, სა­ზღვაო, სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვე­ბის ქვეშ და ა.შ. მათ შეძ­ლეს ისე­თი რა­მე­ე­ბი, რაც აუ­ცი­ლებ­ლად შევა სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში. ახლა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ეს ფო­ლა­დის ადა­მი­ა­ნე­ბი, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა კი­დევ უკ­რა­ი­ნას. მთა­ვა­რია ახალ ზედ­მე­ტი აზ­რე­ბით და იდე­ბით არ და­ვა­ზი­ა­ნოთ მებ­რძო­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცია, ყვე­ლას­თან დიდი თხოვ­ნა მაქვს, თუ ვინ­მეს აქვს მო­საზ­რე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რა ხდე­ბა "აზოვსტალ­ში" და უნდა ამის სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა, თავი შე­ი­კა­ვეთ ამის­გან და ეს მო­საზ­რე­ბე­ბი და­ი­ტო­ვეთ თქვენ­თვის", - გა­ნა­ცხა­და ბე­ლეც­კიმ.

ბი­ლეც­კის თქმით, გარ­ნი­ზო­ნი ად­გილ­ზეა.

"ამ­ჟა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პოლ­კი კავ­შირ­შია. მე ვიცი, რა ხდე­ბა იქ, გარ­ნი­ზო­ნი ად­გილ­ზეა, ია­რა­ღით ხელ­ში, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!" - აცხა­დებს ის.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა, რომ­ლის დრო­საც "აზოვსტა­ლი­დან" სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის პერ­სპექ­ტი­ვა­ზეც იყო ლა­პა­რა­კი...

myquiz