ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მოვიგებთ ამ ომს - დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მოვიგებთ ამ ომს - დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას მოულოდნელად სიტყვით მიმართა.

„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს“, - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

ვიდეოჩართვის დროს ზელენსკიმ ჩარლი ჩაპლინის ფილმი „დიდი დიქტატორი“ ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა ომის დროს უქმად არ იდგნენ.

მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკ დიქტატორებს უყვარდათ კინო“,- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს”, - განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხსენების გარეშე.

მიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ფრაზა "დიდება უკრაინას" წარმოთქვა.

myquiz