"ცხელება, ღებინება, მუცლის ტკივილი..." - რა სიმპტომები ახასიათებს ბავშვებში გამოვლენილ გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტს, რას აცხადებენ ჯანმო-ში და რას ურჩევენ ექიმები მშობლებს | Allnews.Ge

"ცხელება, ღებინება, მუცლის ტკივილი..." - რა სიმპტომები ახასიათებს ბავშვებში გამოვლენილ გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტს, რას აცხადებენ ჯანმო-ში და რას ურჩევენ ექიმები მშობლებს

ბოლო დღე­ე­ბია, რაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­დი­კო­სე­ბი ბავ­შვებ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტი­ტის გავ­რცე­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, და­ა­ვა­დე­ბას მწვა­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს, რის გა­მოც და­ა­ვა­დე­ბულ­თა 90%-ის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრმა ექი­მებს გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცა, რათა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ ჰე­პა­ტი­ტის შემ­თხვე­ვებს. რო­გორც abc წერს, აშშ-ში შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა 1-დან 10 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში გა­მოვ­ლინ­და, თუმ­ცა იყო შემ­თხვე­ვე­ბი 16 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ში.

hepatiti3-43404-1652782169.jpg

CDC-ში აცხა­დე­ბენ, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ახლა ექ­სპერ­ტე­ბი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის ეტაპ­ზე არი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ში ბავ­შვე­ბი ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­ნი არი­ან ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით, თუმ­ცა ეს შტა­მი აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი A, B, C და D ჰე­პა­ტი­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ვაქ­ცი­ნა არ არის ეფექ­ტი­ა­ნი. CDC მშობ­ლებს აფრ­თხი­ლებს, რომ აკონ­ტრო­ლონ ნიშ­ნე­ბი, სიმპტო­მე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თონ ექიმს, რათა თა­ვი­დან აი­რი­დონ და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა.

რას აცხა­დე­ბენ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში?ჯან­მომ ჯერ კი­დევ 23 აპ­რილს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჰე­პა­ტი­ტის ბავ­შვებ­ში გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცი­ან, რა იწ­ვევს მო­ზარ­დებ­ში მწვა­ვე ჰე­პა­ტიტს და მბო­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა.

21 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით (ჯან­მო-ს მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არ არის) მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სულ აღ­წე­რი­ლია ბავ­შვებ­ში მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის 169 შემ­თხვე­ვა. შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლე­ნი­ლია შემ­დეგ ქვეყ­ნებ­ში - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, ის­რა­ელ­ში, აშშ-ში, და­ნი­ა­ში, ირ­ლან­დი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში, იტა­ლი­ა­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, რუ­მი­ნეთ­სა და ბელ­გი­ა­ში.

hepatiti4-43495-1652782197.webp

ჯან­მო-ს ცნო­ბით, ვირუ­სი ვლინ­დე­ბა 1-დან 16 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დებ­ში. და­ა­ვა­დე­ბულ­თა 10%-ს დას­ჭირ­და ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია.

გა­მოვ­ლე­ნილ სიმპტო­მებს შო­რის კლი­ნი­კუ­რი სინ­დრო­მია მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტი (ღვიძ­ლის ან­თე­ბა) საგ­რძნობ­ლად მო­მა­ტე­ბუ­ლი ღვიძ­ლის ფერ­მენ­ტე­ბით. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ახლა მთა­ვა­რია აღი­რი­ცხოს შემ­თხვე­ვე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჰე­პა­ტი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის და­ად­გი­ნონ, რათა მო­მა­ვალ­ში მისი პრე­ვენ­ცია გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს?და­ა­ვა­დე­ბა უმე­ტე­სად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბით - ცხე­ლე­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა, გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი და სიყ­ვით­ლე თვა­ლე­ბი გარ­შე­მო, ან კან­ზე რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლი. მე­დი­კო­სე­ბი მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ, რომ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თონ ექიმს.

myquiz