"დაჭრილები იღებენ იარაღს და ისევ საომრად გადიან" - რას ჰყვება მებრძოლი "აზოვსტალიდან", რომელმაც ბომბების ქვეშ შეასრულა "ევროვიზიის" გამარჯვებული სიმღერა | Allnews.Ge

"დაჭრილები იღებენ იარაღს და ისევ საომრად გადიან" - რას ჰყვება მებრძოლი "აზოვსტალიდან", რომელმაც ბომბების ქვეშ შეასრულა "ევროვიზიის" გამარჯვებული სიმღერა

მა­რი­უ­პო­ლის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი გი­გან­ტის, კომ­ბი­ნატ "აზოვსტა­ლის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც ორ თვე­ზე მე­ტია იცა­ვენ უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი პოლკ "აზო­ვი­დან" და სა­ზღვაო ქვე­ით­თა 36-ე ბრი­გა­დი­დან, კვლავ უმ­ძი­მე­სი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­რი­უ­პო­ლის მე­რის მრჩე­ველ­მა პეტ­რო ან­დრი­უშ­ჩენ­კომ 15 მა­ისს დი­ლას გა­ნა­ცხა­და, რომ ოკუ­პან­ტებ­მა ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ფოს­ფო­რის ბომ­ბე­ბი“ ის­რო­ლეს და შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

უკ­რა­ი­ნელ­მა მებ­რძოლ­მა დმიტ­რო კო­ზაცკ­მა, რო­მე­ლიც ახლა "აზოვსტალ­შია", ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი 600-700 დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცი­დან "40-50 ადა­მი­ა­ნი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია“ და სა­ჭი­რო­ებს სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცი­ას.

გუ­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და მებ­რძო­ლის ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ და­ბომბვის ფონ­ზე, კო­ზაც­კი "ევ­რო­ვი­ზი­ის“ გა­მარ­ჯვე­ბულ უკ­რა­ი­ნულ სიმ­ღე­რას "სტე­ფა­ნი­ას“ მღე­რის...

azovstali111-48662-1652702433.jpg

დმიტ­რო კო­ზაც­კი:

მა­რი­უ­პო­ლის მე­რის მრჩე­ველ­მა გა­ნა­ცხა­დე­ბით, თით­ქოს პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ფოს­ფო­რის ბომ­ბე­ბი. მე კი ვი­ტყვი, რომ ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. ამ საბ­რძო­ლო მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ად­რეც და­ვა­ფიქ­სი­რეთ და ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რომ გა­ი­ა­როთ, მათ­გან შე­მორ­ჩე­ნილ კვალს დღემ­დე ნა­ხავთ. ასე რომ, ეს, სამ­წუ­ხა­როდ, არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა.

სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­დას­ხმა გრძელ­დე­ბა. ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იგე­რი­ე­ბენ მტრის ყვე­ლა შე­ტე­ვას. მე მჯე­რა ჩემი ძმე­ბის სიძ­ლი­ე­რის, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი გარ­ნი­ზო­ნის დაც­ვას ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ. ამი­ტომ, მჯე­რა, რომ მტე­რი აქამ­დე არ მოვა...

დაჭ­რი­ლე­ბის ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბას ვერ გე­ტყვით, რად­გან მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო და უფრო მეტი დაჭ­რი­ლია. რად­გან ად­გილ­ზე ამო­ი­წუ­რა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რა­გი, დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე უა­რეს­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz