"მივედით, ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ! საზღვარზე ვართ!" - რა ხდება ხარკოვის ოლქში რუსეთის საზღვართან, იზუმთან, მარიუპლში? | Allnews.Ge

"მივედით, ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ! საზღვარზე ვართ!" - რა ხდება ხარკოვის ოლქში რუსეთის საზღვართან, იზუმთან, მარიუპლში?

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი ფრონ­ტის ხაზ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი იზი­უ­მის რა­ი­ონ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

"მტე­რი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სლო­ბოჟანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­წი­ნაღ­მდე­გე ცდი­ლობს შე­ა­კა­ვოს უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შე­ტე­ვა ქა­ლაქ ხარ­კო­ვის ჩრდი­ლო­ე­თით და ხელი შე­უ­შა­ლოს მათ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრამ­დე მის­ვლას. მტე­რი იზი­უ­მის რა­ი­ონ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გენშტა­ბის ან­გა­რიშ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­მო­სავ­ლეთ ოპე­რა­ცი­ის ზო­ნა­ში რუ­სე­თის ავი­ა­ცი­ამ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ა­ზი­ა­ნა.

"ხარ­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის­კენ ჩვე­ნი ჯა­რე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბის აღ­კვე­თა­ზე“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლს უხ­სნიდ­ნენ სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას დო­ვ­ჰენ­კეს, რუს­კი ტიშ­კის, ტერ­ნო­ვა­სა და პეტ­რივ­კას და­სახ­ლე­ბებ­ში.

"დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუსი დამ­პყრობ­ლე­ბი ცე­ცხლს ხსნიდ­ნენ ყვე­ლა სა­ხის ია­რა­ღი­დან ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და ჩვე­ნი ძა­ლე­ბის სი­მაგ­რე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით. ლი­მა­ნის, ბახ­მუ­ტი­სა და კუ­რა­ხი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტე­რი აგ­რძე­ლებს შე­ტე­ვას, ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა", - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ნა­კარ­გის შემ­დეგ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ადრე და­კა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

azovstal-35704-1652688482.jpg

"მა­რი­უ­პოლ­ში რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მა­სი­ურ სა­არ­ტი­ლე­რიო და სა­ა­ვი­ა­ციო დარ­ტყმებს. ოკუ­პან­ტე­ბის ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იყო "აზოვსტა­ლის“ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩვე­ნი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ბლო­კი­რე­ბა­სა და ზა­რა­ლის მი­ყე­ნე­ბა­ზე“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 11 სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნე გა­ა­ნად­გუ­რეს.

"გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია: ორი ვერ­ტმფრე­ნი (KA-52 და Mi-28), ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი დო­ნის შვი­დი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და ორი რა­კე­ტა“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 17 შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს. "გა­ნად­გურ­და მტრის 3 ტან­კი, ერთი სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა, 6 ერ­თე­უ­ლი საბ­რძო­ლო ჯავ­შან­ტექ­ნი­კა,“- აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

ამას­თა­ნა­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის 127-ე ბრი­გა­დის 227-ე ბა­ტა­ლი­ონ­მა ხარ­კო­ვის ოლ­ქში უკან და­ხია რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და რუ­სე­თის სა­ზღვრამ­დე მი­ვი­და, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­დაც­ვის უწყე­ბის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზეა" გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ukraina1-35716-1652688506.jpg

ამას­თა­ნა­ვე, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ვი­დეო, სა­დაც უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მი­მარ­თა­ვენ.

"მი­ვე­დით, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, აქ ვართ! სა­ზღვარ­ზე ვართ!" - აცხა­დე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი.

მა­ნამ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა, ვა­დიმ დე­ნი­სენ­კომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხარ­კო­ვის ოლ­ქში უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­თან ახ­ლოს იყ­ვნენ.

myquiz