კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში მკაცრი "ლოქდაუნი" გამოაცხადა- ჩრდილოეთ კორეაში დაადასტურეს, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში მკაცრი "ლოქდაუნი" გამოაცხადა- ჩრდილოეთ კორეაში დაადასტურეს, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და. და "ლო­ქ­და­უ­ნი" გა­მო­ა­ცხა­დეს. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, გა­მოვ­ლე­ნი­ლია კო­ვიდ-19-ის ქვეშ­ტა­მი, მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით გა­დამ­დე­ბი ომიკ­რო­ნი. შემ­თხვე­ვე­ბი კი გა­მოვ­ლე­ნი­ლია დე­და­ქა­ლაქ ფხე­ნი­ან­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ასა­ხე­ლე­ბენ, თუ რამ­დენ ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და ვირუ­სი.

სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადა­მი­ა­ნე­ბი 8 მა­ი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­ინ­ფი­ცირ­დნენ. მა­თი­ვე ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა, კიმ ჩენ ინმა შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, სა­დაც იმ­სჯე­ლეს იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა ებ­რძო­ლონ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პირ­ველ ტალ­ღას.

კიმ ჩენ ინმა ყვე­ლა ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბას მო­უ­წო­და, და­ა­წე­სონ "მკაც­რი ლო­ქ­და­უ­ნი", რათა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას ხელი შე­უ­შა­ლონ და ჰქონ­დეთ გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო წამ­ლე­ბი.

ცნო­ბის­თვის, აქამ­დე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვებს არ ადას­ტუ­რებ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დი არ არ­სე­ბობ­და.

myquiz