უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ჩრდილოეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
ხარკოვის ჩრდილოეთით უკრაინის კონტრშეტევის შედეგად რუსული ძალების რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ წარმატებით განდევნა გრძელდება, - ამის შესახებ ამერიკული ორგანიზაციის, „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა სამშაბათს გაათავისუფლეს ხარკოვის ჩრდილოეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი და განაგრძეს ახლად გათავისუფლებული სტარი სალტოვის ჩრდილოეთით მოძრაობა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქის დასაკავებლად.
„კონტრშეტევა შეაფერხებს რუსული არტილერიის შესაძლებლობას, თავდასხმა განახორციელოს ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ შემოგარენზე, პოტენციურად საშუალებას მისცემს უკრაინულ ძალებს მოწინააღმდეგეს ზურგიდან დაარტყან,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათი შეფასებით, თუ უკრაინული ძალები შეძლებენ კონტრშეტევის გაგრძელებას, ამან შესაძლოა შეაჩეროს რუსეთის შეტევითი ოპერაციები იზიუმის გარშემო.