რა არის "ლენდ-ლიზის" კანონი, რომელსაც ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა? | Allnews.Ge

რა არის "ლენდ-ლიზის" კანონი, რომელსაც ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა უკ­რა­ი­ნის­თვის "ლენდ-ლი­ზის“ შე­სა­ხებ კა­ნონს ხელი მო­ა­წე­რა, რი­თიც კა­ნო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ძა­ლა­ში შე­ვი­და.

ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია თეთრ სახ­ლში გა­ი­მარ­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, პრე­ზი­დენტ ბა­ი­დენს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ეფექ­ტუ­რად და სწრა­ფად გა­უგ­ზავ­ნოს ია­რა­ღი და სხვა სა­ხის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უკ­რა­ი­ნას.

შე­გახ­სე­ნებთ, ლენდ-ლი­ზის აქტს გა­სულ თვე­ში, აშშ-ის კონ­გრე­სის ორი­ვე პა­ლა­ტამ და­უ­ჭი­რა მხა­რი.

ისტორიული კონტექსტი

კანონი „ლენდ-ლიზის“ შესახებ აშშ-მ პირველად 1941 წლის მარტში მიიღო და ის ითვალისწინებდა ომში ჩართული იმ ქვეყნების სამხედრო დახმარებას, რომელთათვის ხელის შეშველებას აშშ-ის პრეზიდენტი, თავისი სამშობლოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვლიდა.

ლენდ-ლიზის“პროგრამით გადაცემული და ბრძოლებს გადარჩენილი სამხედრო ტექნიკა თუ სამოქალაქო პროდუქცია ომის დამთავრების შემდეგ, წესით, უკან უბრუნდებოდა აშშ-ს, თუმცა დარჩებოდა იმ ქვეყანას, რომელიც მას მთლიანად ან ნაწილობრივ გამოისყიდდა, მათ შორის - ხანგრძლივი უპროცენტო ამერიკული სესხის საშუალებით, ომში აფეთქებული ტანკები, თვითმფრინავები თუ საზღვაო ხომალდები კი ჩამოიწერებოდა და მათი საფასურის გადახდას თეთრი სახლი არ მოითხოვდა.

lend3-1652158169.jpg

რომ არა„ლენდ-ლიზის“პროგრამა, სტალინს ძალიან გაუჭირდებოდა ან საერთოდ ვერ შეძლებდა ჰიტლერის არმიის მოგერიებას 1942-43 წლებში, როდესაც დასავლეთიდან აღმოსავლეთში ევაკუირებული საბჭოთა ქარხნები ჯერ კიდევ ვერ უშვებდა ფრონტისთვის საკმარის საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველს.

ლენდ-ლიზის ვალის პირველი ნაწილი - მხოლოდ 48 მლნ დოლარი - საბჭოთა კავშირმა აშშ-ს მხოლოდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში, 1972 წელს დაუბრუნა.

myquiz