ვარშავაში რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს | Allnews.Ge

ვარშავაში რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს

ვარშავაში რუსეთის ელჩს ანატოლი ანტონოვს წითელი საღებავი შეასხეს, როდესაც ის წითელი არმიის ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა.

ვრცელდება შესაბამისი ვიდეომასალაც, სადაც ნაჩვენებია, რომ პოლონეთში რუსეთის ელჩი და მისი თანმხლები პირები ადამიანებმა უკრაინული დროშებით წრეში მოაქციეს და სკანდირებენ „ფაშისტებო“.

ცნობისთვის პოლონეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავის ქვეყანაში 3 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.