რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს სიმბოლური წარმატება აღნიშნოს- გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა
მეორე დღეა რუსული ძალები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაზე სახმელეთო შეტევას აგრძელებენ. შეტევა ხდება იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაპირველი განცხადებით, ისინი „აზოვსტალის“ ქარხნის დახურვას შეეცდებოდნენ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს სიმბოლური წარმატება აღნიშნოს.
„მარიუპოლში რუსეთის ძალისხმევა პერსონალის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დანაკარგების ხარჯზე მოხდა. სანამ უკრაინული წინააღმდეგობა გრძელდება „აზოვსტალში“, რუსული დანაკარგები კვლავ გაიზრდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.