მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ვერ მოიგებს- ოლაფ შოლცი | Allnews.Ge

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ვერ მოიგებს- ოლაფ შოლცი

ვარშავაში გამართულ დონორთა კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით 130 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შოლცის თქმით, აღნიშნული თანხა ,,რუსეთის თავდასხმების მიმართ უკრაინის წინააღმდეგობას ხელს შეუწყობს".

,,რუსეთის უკრაინაში შეჭრის, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ყოველი სისასტიკის შემდეგ, ყოველი დღე რაც გადის, ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენი ერთიანობა მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი: პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ის ვერ მოიგებს", - განაცხადა შოლცმა.