ევროკავშირმა რუსეთის პატრიარქს შესაძლოა სანქციები დაუწესოს | Allnews.Ge

ევროკავშირმა რუსეთის პატრიარქს შესაძლოა სანქციები დაუწესოს

ევროპულმა კომისიამ რუსეთის პატრიარქის, კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა, - ინფორმაციას “ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ზომები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის ნაწილია, რომლის შესახებაც განცხადება დღეს კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სანქციების სიაში შედის 58 პირი, მათ შორის რუსი სამხედროები, კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ცოლი, ქალიშვილი და ვაჟი.

სანქციების პაკეტის დეტალები დღის ბოლოს გამოქვეყნდება.