როგორ მოიპოვეს რუსმა ოლიგარქებმა მილიარდები და ვინ არიან მათ შორის ყველაზე მდიდრები | Allnews.Ge

როგორ მოიპოვეს რუსმა ოლიგარქებმა მილიარდები და ვინ არიან მათ შორის ყველაზე მდიდრები

Forbes-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, რუსეთში 83 მილიარდერია, რომელთაგან 68 ოლიგარქია. მათი საერთო ქონება დაახლოებით 320 მილიარდი დოლარის ღირებულების არის.

რუსი ოლიგარქების უმეტესმა ნაწილმა ქონება ქვეყნის ბუნებრივი რესურსების, ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, საბანკო საქმეების და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწეობით გამოიმუშავეს.

როგორ გაჩნდა რუსული ოლიგარქია?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში ცვლილებები დაიწყო, მოხდა მასშტაბური პრივატიზაცია, რამაც კონკრეტული ადამიანები გაამდიდრა.

პირველი ნაბიჯი იყო პრივატიზაციის ვაუჩერების გაცემა, რომლებიც რუსებს ვაჭრობის საშუალებად უნდა გამოეყენებინათ. ამ გზით რუსეთის ახალ მთავრობას სურდა თავისი აქტივების საზოგადოებისთვის მიყიდვა. ისინი მიზნად ისახავდნენ სახელმწიფო ბიზნესის გადაქცევას მოგების მაძიებელ ბიზნესად. ქონების სწრაფად განაწილებისთვის მთავრობამ გადაწყვიტა ვაუჩერული პრივატიზაცია განეხორციელებინა. ეგონათ, ხალხი სახელმწიფო საწარმოების წილებს იყიდდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. სამაგიეროდ, პირთა მცირე ჯგუფმა აიღო კონტროლი პრივატიზებულ საწარმოებზე.

russian-oligarchs-2048x1138-1-1651553400.jpg

ამ ჯგუფს შორის იყვნენ ქარხნების ყოფილი დირექტორები, რომლებიც საბოლოოდ გახდნენ ქარხნების მფლობელები, საბჭოთა ელიტები, რომლებმაც საკუთარი პოზიციები თავიანთი კონტროლირებადი ინდუსტრიების პრივატიზებისთვის გამოიყენეს. ბოლო ჯგუფი კი აღმოჩნდნენ ისინი, ვინც საბჭოთა პერიოდში ბუნებრივი აირის წარმოებას აკონტროლებდა. სხვათა შორის, ისინი მოგვიანებით მართავდნენ “გაზპრომს“ - ცნობილ რუსული ბუნებრივი გაზის კომპანიას, რომელიც დღეს ევროპის ნაწილს გაზს აწვდის. უკანასკნელი ჯგუფი გახდა უმდიდრესი, რადგან მათ შეიძინეს ნაღდი ფული და მართეს ფინანსური ნაკადი იმ ბანკების მეშვეობით, რომლებსაც თავად ფლობდნენ.

კიდევ ერთი მოვლენა, რომელმაც რუს ოლიგარქებს იღბალი მოუტანა, იყო სესხები აქციებისთვის. აი, როგორ განმარტავს ამას npr.org: „უმდიდრესმა ოლიგარქებმა მთავრობას მილიარდობით დოლარის სესხი მისცეს რუსეთის ყველაზე ღირებული სახელმწიფო საწარმოების მასიური წილების სანაცვლოდ“. ასე რომ, როდესაც მთავრობამ სესხები ვერ დაფარა, კორპორაციები ოლიგარქების კუთვნილებად დარჩა. შედეგად, ოლიგარქებმა 90-იან წლებში თორმეტი რუსეთის უმსხვილესი სამრეწველო საწარმო დაბალ ფასებში მიიღეს. განაგრძეთ კითხვა

myquiz