ხერსონი, მელიტოპოლი და ბერდიანსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლდება - უკრაინის დროშა დაბრუნდება იქ, სადაც უნდა იყოს- ვოლოდიმირ ზელენსკი | Allnews.Ge

ხერსონი, მელიტოპოლი და ბერდიანსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლდება - უკრაინის დროშა დაბრუნდება იქ, სადაც უნდა იყოს- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონი, მელიტოპოლი და ბერდიანსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლდება.

"წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ოკუპანტები ჩვენს მიწაზე მათი ე.წ.სპეცოპერაციის აშკარა წარუმატებლობას ჯერ კიდევ არ ცნობენ. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ბრძოლა და ყველა ძალა ოკუპანტების განდევნაზე უნდა მივმართოთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ. უკრაინა თავისუფალი იქნება. ხერსონი, ახალი კახოვკა, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, დნეპრორუდნოე და სხვა ყველა დროებით ოკუპირებული ქალაქი და თემი, სადაც ახლა ოკუპანტებს თავი "ბატონებად" მოაქვთ, გათავისუფლდება“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, უკრაინის დროშა დაბრუნდება იქ, სადაც უნდა იყოს.