"უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს"- ნატო-ს გენმდივნის მოადგილე | Allnews.Ge

"უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს"- ნატო-ს გენმდივნის მოადგილე

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

„აშკარაა, რომ მომდევნო დღეები და კვირები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, მაგრამ ომის დასრულებას ალბათ, უფრო მეტი დრო დასჭირდება. შეიძლება გაგრძელდეს კვირები, თვეები, წლებიც კი - ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ საბოლოოდ, იმედია, უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს,“ - აღნიშნა მირჩა ჯოანამ.

შეგახსენებთ, გუშინ, გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტის დროს რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

myquiz