"პირველი, ვინც პუტინის წინააღმდეგ წავა, სამხედრო გენერალიტეტი იქნება... შოიგუს უკვე ჰქონდა მცდელობა" - ვინ არ ემხრობა "ვოვას რადიკალურ კლანს"? | Allnews.Ge

"პირველი, ვინც პუტინის წინააღმდეგ წავა, სამხედრო გენერალიტეტი იქნება... შოიგუს უკვე ჰქონდა მცდელობა" - ვინ არ ემხრობა "ვოვას რადიკალურ კლანს"?

უკ­რა­ი­ნა­ზე სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის კვალ­დაკ­ვალ, სულ უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა­ში არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე. ე.წ. მოს­კო­ვე­ლი და პე­ტერ­ბურ­გე­ლი ძა­ლოვ­ნე­ბის ელი­ტა ცდი­ლობს, გავ­ლე­ნე­ბი არ და­კარ­გოს. თუმ­ცა, რო­გორც და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში წე­რენ, და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გე­ბის პირ­ველ ფა­ზას, შე­მოდ­გო­მის­თვის ელო­დე­ბი­ან, რაც პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ელი­ტა­ზე აი­სა­ხე­ბა. თვე­ზე მე­ტია, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აიკ­რძა­ლა ან და­ი­ხუ­რა ან­ტი­პუ­ტი­ნის­ტუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი, დაბ­ლო­კი­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით" "ფე­ის­ბუქ­ზე" შეს­ვლას მა­ინც ახერ­ხე­ბენ, ოღონდ ლი­მი­ტი შე­ზღუ­დუ­ლია.

რუ­სუ­ლი "ეფეს­ბე" აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლას, ვინც ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს, უკ­რა­ი­ნის ომის გამო აკ­რი­ტი­კებს პუ­ტინს და მმარ­თველ ელი­ტა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს გა­ბე­დავს.

hvylya.net აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "რო­დის მომ­წიფ­დე­ბა ახა­ლი რუ­სუ­ლი ბუნ­ტი", სა­დაც უკ­რა­ი­ნის ხან­გრძლი­ვი და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ომის შე­დე­გებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც წარ­მოქ­მნი­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა და ურა­პატ­რი­ო­ტიზ­მით შე­ფუ­თუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მწვა­ვე სო­ცი­ა­ლურ კრი­ზისს იწ­ვევს.

"რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომმა პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭე­რებ­ში ღრმა ერო­ზი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი მო­ამ­წი­ფა. ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში იმ­დე­ნად შეც­ვლი­ლია, შე­საძ­ლოა, რე­ვო­ლუ­ცი­ის გზით, პუ­ტი­ნის შემ­ცვლელ­ზეც და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი. ასე­ვე, კუ­ლუ­ა­რებ­ში ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი ბუნტზე ან "სა­სახ­ლის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე", - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვაა, სურთ თუ არა ომი რუ­სებს.

"მარ­ტის და­სა­წყის­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის 71% მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას თუ ე.წ. სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შიდა მხარ­და­ჭე­რა უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ გა­ი­ზარ­და, ამ ფონ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის 81% აცხა­დებს, რომ ენ­დო­ბა თა­ვი­სი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს.

თუმ­ცა, ერ­თია რას წერს პრო­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მე­დია და სო­ცი­ა­ლურ კვლე­ვე­ბი და მე­ო­რეა, რა გან­წყო­ბაა რე­ა­ლუ­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი რუ­სეთ­ში ყო­ველ­თვის ასე­თი გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ომე­ბის ფონ­ზე იწყე­ბო­და და ჯერ კი­დევ იმ­პე­რა­ტო­რე­ბის, შემ­დეგ უკვე სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მის დროს, ლო­გი­კუ­რი ფი­ნა­ლით სრულ­დე­ბო­და, რად­გან ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მეფე-იმ­პე­რა­ტო­რი ხან­გრძლი­ვად ვე­რას­დროს ინარ­ჩუ­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას.

რო­დე­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში ბზა­რი ჩნდე­ბა, ის სა­ბო­ლო­ოდ და­უთ­მობს ად­გილს უფრო ფარ­თო პო­ლი­ტი­კურ აჯან­ყე­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს მხო­ლოდ კო­ლექ­ტი­უ­რი პუ­ტი­ნის მიერ გა­დად­გმუ­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუს ხალ­ხს კი­დევ უფრო მეტი მსხვერ­პლის გა­ღე­ბა მო­უ­წევს. ცო­ტაც და ყვე­ლა­ნი მივ­ხვდე­ბით, რომ ომი მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში კი არა, ყველ­გან იგ­რძნო­ბა" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, პირ­ვე­ლი, ვინც პუ­ტი­ნის გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ წავა, სამ­ხედ­რო გე­ნე­რა­ლი­ტე­ტი იქ­ნე­ბა, რად­გან მათ ფაქ­ტობ­რი­ვად, ბრძო­ლის ველ­ზე უწევთ და­ხო­ცი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­ტო­ვე­ბა, მო­ბი­ლუ­რი კრე­მა­ტო­რი­უ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ვერ ას­წრე­ბენ და სამ­ხედ­რობს უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად აცხა­დე­ბენ.

"შო­ი­გუს უკვე ჰქონ­და მცდე­ლო­ბა, მძი­მე ვი­თა­რე­ბი­დან "ავად­მყო­ფო­ბის მი­ზე­ზით გა­მომ­ძვრა­ლი­ყო, სან­ქცი­ებს რომ არ მო­ეს­წრო, შე­ეძ­ლო, სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო­ე­თის­თვის მი­ე­მარ­თა, თუმ­ცა ახლა გვი­ა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, თვით­გა­დარ­ჩე­ნის ერთი გზა რჩე­ბა - წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. თუმ­ცა, იმ­დე­ნად გო­ნი­ე­რი კი არის, რომ იცის, რომ ეფეს­ბეს 24-სა­ა­თი­ა­ნი კონ­ტრო­ლის ქვეშ ჰყავს" - წერს გა­მო­ცე­მა.

"რას უნდა ვე­ლო­დოთ რუ­სე­თის­გან უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში?" - ამის შე­სა­ხებ, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, კრემ­ლის კუ­ლუ­ა­რებ­ში კარ­გად გარ­კვე­უ­ლი ილია პო­ნო­მა­რე­ვი nv.ua- სთან სა­უბ­რობს.

მისი თქმით, პუ­ტი­ნის გარ­შე­მო დიდი წმენ­და და სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლია.

"პუ­ტი­ნის გარ­და, უკ­რა­ი­ნა­ში ომის გაგ­რძე­ლე­ბის მომ­ხრეა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვი, ФСБ -ს უფ­რო­სი ალექ­სან­დრ ბორტნი­კო­ვი და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ, რო­მელ­საც წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვს. ეს გუნ­დი უკვე იძუ­ლე­ბუ­ლია პუ­ტინს ყვე­ლა­ფერ­ში და­ე­თან­ხმოს.

რა­დი­კა­ლუ­რი კლა­ნის მომ­ხრე არ არის, პრე­მი­ე­რი მი­ხა­ილ მი­შუს­ტი­ნი, "სბერ­ბან­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გერ­მან გრე­ფი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ან­ტონ სი­ლი­ა­ნო­ვი, ცენრტბან­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ელ­ვი­რა ნა­ბი­უ­ლი­ნა. ისი­ნი ამ ომით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ მათ­გან წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ ნა­ბი­ჯებს იმ შემ­თხვე­ვა­ში უნდა ვე­ლო­დოთ, თუ სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გე­ბი პი­რა­დად მათ­ზე აი­სა­ხე­ბა მწვა­ვედ და მე­ო­რე - თუ პუ­ტი­ნი­სა და პუ­ტი­ნიზ­მის რე­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გა­მოჩ­ნდე­ბა.

ასეთ დროს, მათ უეც­რად გა­ახ­სენ­დე­ბათ, რომ ლი­ბე­რა­ლე­ბი არი­ან და ომის წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან... რაც შე­ე­ხე­ბა შო­ი­გუს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის ძა­ლი­ან კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცებს, მისი ხილ­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­თა­ვე­ში არ სურ­დათ და მი­ა­ნიშ­ნეს, და­ის­ვე­ნე სე­რი­ო­გა, ფე­ხებ­ში ნუ გვე­დე­ბი და არა­ფე­რი მო­გი­ვაო. შე­საძ­ლოა, იყოს სხვა ვა­რი­ან­ტი - მან თა­ვად ნახა რა კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა და თა­ვად გა­და­წყვი­ტა წას­ვლა, თუმ­ცა არ გა­მო­უ­ვი­და" - ამ­ბობს ილია პო­ნო­მა­რე­ვი.

polit.ru-ს ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა ბოლო ხა­ნებ­ში, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ იმე­ო­რებს იმ გზას, რო­მე­ლიც მან 90-იან წლებ­ში გა­მო­ი­ა­რა.

"უკან, 20 წლის წი­ნან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში, 11-17 აპ­რი­ლის დრო­ინ­დელ რუ­სეთ­ში" - წერს გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ელ­ცი­ნის წას­ვლის პე­რი­ო­დი­სა და პუ­ტი­ნის მოს­ვლის წი­ნა­პი­რო­ბებს იხ­სე­ნებს.

Ambebi.ge

myquiz