ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს კიევში რუსული რაკეტები ჩამოვარდა, ხუთი რაკეტა, რაც გლობალურ ინსტიტუტებზე რუსეთის ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე ბევრს ამბობს | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს კიევში რუსული რაკეტები ჩამოვარდა, ხუთი რაკეტა, რაც გლობალურ ინსტიტუტებზე რუსეთის ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე ბევრს ამბობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, კიევში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული გლობალურ ინსტიტუტებზე რუსეთის დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

,,დღეს, კიევში მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ქალაქში რუსული რაკეტები ჩამოვარდა, ხუთი რაკეტა. ეს გლობალურ ინსტიტუტებზე, რუსეთის ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე ბევრს ამბობს. ჩვენ ვერ ვიფიქრებთ, რომ ომი დასრულდა, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ოკუპანტები ჯერ კიდევ უნდა განვდევნოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში შეტევებს განაგრძობს, თუმცა უკრაინის არმია აღნიშნულ შეტევებს იგერიებს.

,,დღეს რუსეთის არმიამ შეტევითი მცდელობები ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით, დონბასში განაგრძო. სამხრეთის რეგიონებში წინსვლას ცდილობს, უკრაინის შეიარაღებული ძალები დამპყრობლებს იგერიებენ და თითოეული ჩვენი დამცველის მადლობელი ვარ", - დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის დედაქალაქ კიევში სარაკეტო თავდასხმა მოხდა. კიევში აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი დაშავდა. ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქებები ცენტრალურ რაიონში მოხდა.

myquiz