ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოში თითქმის არ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება არ ესმოდეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოში თითქმის არ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება არ ესმოდეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ უკრაინით და ეს ესმის მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.

ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა „ტელეგრამზე“ განაცხადა.

„თავისუფალ მსოფლიოში თითქმის არ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება არ ესმოდეს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის ხელისუფლების ფინალური მიზანი არა მხოლოდ უბრალოდ უკრაინის ტერიტორიის აღებაა, არამედ ევროპის ცენტრისა და მისი აღმოსავლეთის დახლეჩვა და დემოკარტიისთვის გლობალური დარტყმის მიყენებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თავისუფალ მსოფლიოს თავდაცვის უფლება აქვს, სწორედ ამიტომ უკრაინას კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს.

myquiz