"ჩვენ ამას გავუმკლავდებით" - პოლონეთი და ბულგარეთი რუსული გაზის გარეშე: რას აცხადებენ გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ და როგორ აპირებენ "გაზპრომის" ჩანაცვლებას | Allnews.Ge

"ჩვენ ამას გავუმკლავდებით" - პოლონეთი და ბულგარეთი რუსული გაზის გარეშე: რას აცხადებენ გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ და როგორ აპირებენ "გაზპრომის" ჩანაცვლებას

რუ­სულ­მა "გა­ზპ­რომ­მა“ უარი უთხრა პო­ლო­ნეთ­სა და ბულ­გა­რეთს გა­ზის მი­წო­დე­ბა­ზე. ორი­ვე ქვე­ყა­ნა რუ­სეთს იმ "არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის" სი­ა­ში ჰყავს, რომ­ლებ­საც გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლებ­ში გა­დახ­დას სთხო­ვენ. პო­ლო­ნეთ­მა და ბულ­გა­რეთ­მა კი რუ­სულ ვა­ლუ­ტა­ში თან­ხის გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ დღეს დი­ლი­დან პო­ლო­ნეთს რუ­სუ­ლი გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა, ასე­ვე დღეს­ვე უნდა შე­ე­წყვი­ტათ მათ ბულ­გა­რე­თის­თვის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა.ორი­ვე ქვეყ­ნის (პო­ლო­ნე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის) ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი აქვთ ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და აბო­ნენ­ტებს გაზი არ შე­უ­წყდე­ბათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე ბულ­გა­რე­თი გა­ზით მო­მა­რა­გე­ბის 90%-ით "გა­ზპ­რომ­ზე" იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხოლო იგი­ვე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის­გან პო­ლო­ნე­თი იღებ­და სა­ერ­თო მო­მა­რა­გე­ბის 53%-ს.

პო­ლო­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პო­ლო­ნე­თი ამ გა­მოწ­ვე­ვას "გა­უმკლავ­დე­ბა." მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სეთ­მა და­არ­ღვია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი. ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­დახ­დის ახა­ლი სის­ტე­მა არ­ღვევს არ­სე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, მარ­კინ პრჟი­და­ჩამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქვე­ყა­ნა ემ­ზა­დე­ბო­და ამის­თვის, მათ იცოდ­ნენ, რომ შე­საძ­ლო იყო რუ­სეთს შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა გა­ზის ექ­სპორ­ტი.

gazi3-39583-1651046221.jpg

"სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ ამას გა­ვუმკლავ­დე­ბით“, - უთხრა მან BBC-ის.მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ყო­ვე­ლი­ვემ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა და ნა­თე­ლი გა­ხა­და, რომ მოს­კო­ვი არ არის სან­დო პარტნი­ო­რი რა­ი­მე საქ­მე­ში და მო­უ­წო­და ევ­რო­პის ქვეყ­ნებს და მათ შო­რის გერ­მა­ნი­ას, მხა­რი და­უ­ჭი­რონ რუ­სუ­ლი ენერ­გი­ის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვას.

პო­ლო­ნუ­რი გაზ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის PGNiG-ის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლო­ნე­თის მი­წის­ქვე­შა გა­ზის სა­წყო­ბი სავ­სეა 80%-ით და ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და. პო­ლო­ნეთს ასე­ვე აქვს მი­წო­დე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი, მათ შო­რის ტერ­მი­ნა­ლი Swinoujscie-ში.

ასე­ვე, პირ­ველ მა­ისს იხ­სნე­ბა ახა­ლი გაზ­სა­დე­ნი ლი­ე­ტუ­ვას­თან, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთს ლი­ე­ტუ­ვის LNG ტერ­მი­ნა­ლი­დან გა­ზის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

გარ­და ამი­სა, ოქ­ტომ­ბერ­ში იხ­სნე­ბა ახა­ლი მილ­სა­დე­ნი, რომ­ლი­თაც ქვე­ყა­ნა გაზს მი­ი­ღებს ნორ­ვე­გი­ი­დან. მას "ბალ­ტი­ის მილ­სა­დენს" უწო­დე­ბენ და ის სა­ვა­რა­უ­დოდ, სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბას წლის ბო­ლოს და­ი­წყებს. პო­ლო­ნეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ შე­დე­გად რუ­სუ­ლი გა­ზის "სრუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა" შე­იქ­მნე­ბა.